• რეკლამა
  • კონტაქტი
00:22, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში ლომის წილი ქუთაისელს აქვს შეტანილი” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:49 06-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,070

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი შედეგი უნდა მოუტანოს:
1. ახალი გამოცდილება, დიდ გუნდებთან თამაშის პრაქტიკა, დიდი ტურნირების ატმოსფეროს შეგრძნება, მაღალი რანგის ჩემპიონატის სტანდარტების გათავისება, ახალი ცოდნა… ამ ყველაფერს ერთად ჰქვია – კლასი! კლასის გაუმჯობესება, ამაღლება.
2. ჩვენი ფეხბურთელების ტოპ დივიზიონებში დაწინაურება, უკეთეს კლუბებში გადასვლა.
ისეთი პირი უჩანს, რომ ორივე მიზანს მივაღწევთ.
მაშასადამე, თუ ბიჭები ასე გააგრძელებენ, სამ-ოთხ წელიწადში ჩვენი ახალგაზრდული შემადგენლობა ჩამოყალიბდება დიდი საკლუბო და სანაკრებო გამოცდილების მქონე გუნდად, რომელიც სერიოზული შედეგებისთვის გეგმაზომიერად იბრძოლებს!
ეს არის მთავარი! დიდი სიხარულის მიზეზი გვაქვს, დიდი საფეხბურთო მომავლის იმედი არსებობს, თან ნამდვილი, დასაბუთებული იმედი !
ასე რომ, მიღწეულით გახარების უნარი არ უნდა დავკარგოთ, დაჟინებით, ისტერიულად არ უნდა მოვითხოვოთ წარმოუდგენელი,
მ ა გ რ ა მ …
არც სასწაულის მშვიდი რწმენა უნდა დავკარგოთ!
აბა, თქვენ იცით, ბიჭებო!
P.S. ცხადია, იმ სიშლეგეს არ გავიმეორებ, რომ ნაკრების შემადგენლობას პოლიტიკური ნიშნით არჩევენ. თუმცა, ყველა ის არშემდგარი ადამიანი, რომელიც ბუდუ ზივზივაძის კომპეტენციას ცინიკურად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, უკანასკნელ ნაძირალად მიმაჩნია.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საქმეში ლომის წილი ქუთაისელს აქვს შეტანილი. გვესმის, რომ ბუდუ არის ფეხბურთელი, რომელიც მაშინ გამოჰყავთ მოედანზე, როცა თავდასხმის გაძლიერება და მეტი გოლის გატანა სჭირდებათ. გასაგებია, რომ ასეთი ფუფუნება ამ ტურნირზე არ გვქონია… ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი! უბრალოდ, მაინც დიდი უსამართლობა იქნება, თუ მას მოედანზე გასვლის შესაძლებლობას არ მისცემენ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved