მწერალი, ალეკო შუღლაძე:
აბა, მორჩა ეიფორია და ცეკვა-თამაში… ვივიწყებთ ბერძნებს და ფინეთი ხომ საერთოდ არაფერ შუაშია, აკი კაურისმიაკის ფილმებს რომ ვუყურებ, ასე მგონია, ფინეთს ისედაც მაგარი დან*რეული აქვს.ახლა უკვე თურქეთზე მჭირდება ყოვლისმომცველი ინფორმაცია, პირველი თამაში მაგათთან გვაქვს. რას წარმოადგენენ ეს თურქი ფეხბურთელები, ვინ ჰყავთ, სად თამაშობენ, საუზმეზე რას ჭამენ, სად ერთობიან, მათი მშობლები ვინ იყვნენ, ცოლებს რა ჰქვიათ, სად შოპინგობენ, სად ლოცულობენ, ბიძაშვილები, ძმები? ყველაფერი უნდა ვიცოდე, ერდოღანი.რა დამრჩა?ტაქტიკური სვლები უნდა გავითვალო და სტრატეგია მოვხაზო…სანიოლს უთხარით, დამირეკოს.
კომენტარები