• რეკლამა
  • კონტაქტი
10:50, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს პროცესი შერიგებით ვერ დამთავრდება, “ოცნება“ მომავალ არჩევნებზეც აპირებს მიშას საფრთხობელად გამოყენებას“ – ზვიად ძიძიგური

ალია ავტორი - ალია
13:33 12-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან” თქვა:

„არც „ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არაა. ერთის მმართველობა ახლა მიმდინარეობს და ეს არის საკუთარი ხალხის ღვთის ანაბარა მიტოვება. ბანერებზე, სადაც აცრის პროპაგანდა იყო, რომ ადგები და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების პლაკატებს გააკრავ, საკუთარი ხალხის ღვთის ანაბარა მიტოვებაა.

ოპოზიცია ატარებს ამ მრავალათასიან მიტინგებს, ოპოზიციაა და გავიგე, მაგრამ როდესაც ხელისუფლება აორგანიზებ აქციას და გაგანია კოვიდის დროს 10 ათასობით ადამიანი ჩამოგყავს, პოლიტიკური ამოცანის გამო საფრთხეს უქმნი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ოპოზიციასაც მართებს პასუხისმგებლობა, მასაც აქვს ვალდებულება. ოპოზიციამ ამ ვალდებულებას ხელი აუქნია – ამაზეც დგას ხელისუფლება. როდესაც ხალხმა აგირჩია პარლამენტში შესვლა – არ შესვლა შენი გადასაწყვეტია? ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა შეხვიდე. ამბობ, სკოლებში კვება უნდა გავაკეთო, პენსია უნდა გავზარდოო, შემდეგ ამ ყველაფერზე ამბობ – არჩევნების შედეგი არ მომწონს და მერე რა მოხდა, რომ ხალხს დაპირება მივეცი, „ცალ ფეხზე მკიდია“, არ შევდივარო. ამას როგორც კი გააკეთებ, უპატივცემულოდ ექცევი შენს პოლიტიკურ ადგილს, ინსტიტუტებს, ნუ ელი პატივისცემას და მხარდაჭერას. რომ ითხოვ, ქუჩაში გამოდით და დავამთავროთ ხელისუფლებაო, რატომ უნდა დავამთავროთ, შენგან რა სიკეთეს ველოდები? პირველივე მოსახვევში, როგორც კი რაღაც არ მოგეწონა, პასუხისმგებლობაზე უარს ამბობ.

შედეგზე რომ ვისაუბროთ, რომ ეს პროცესი შერიგებით, შეთანხმებით დამთავრდეს, ვერ დამთავრდება, მაგალითად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ყველამ თავისი დანაშაული უნდა აღიაროს“, ხელისუფლების მხრიდან ნიშნავს – „ამ პროცესში არ მოვდივართ“.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოვიდა პირველი და მეორე წელი შეიძლება აიტანო ტექსტი, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებებზე ლაპარაკობ, მაგრამ შენ თვითონ უკვე მეათე წელია ხელისუფლებაში ხარ, რაღა დროს ამაზე საუბარია. ეს ისევ ის ნარატივია, რის გამოყენებასაც „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, მომავალ არჩევნებზეც აპირებს – მიშას საფრთხობელად გამოყენებას“

თეგები: ზვიად ძიძიგური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved