ჟურნალისტი, მაცაცო მკევლიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე წერს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა გამოიყვანა ბავშვები წყლიდან და რომ მისი წყალობით გადარჩა 2 ბავშვი:
“დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოყვანა ბავშვები აუზიდან.
თვითმხილველი ყვება, ეს კაცი რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანაო.
ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა.
არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მადლობა მას, ასეთებზე დგას ქვეყანა.
აქამდე ხმას ვერ ვიღებდი თორემ ვკითხავდი ვინმეს, უფროსი არავინ დაეხმარა ბავშვებსთქო..”
კომენტარები