ჟურნალისტი, ირაკლი ორაგველიძე:
“ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ბევრს დაუკარგავს მოსვენებას საქართველოში.
ევროკავშირმა შეიმუშავა სანქციების ახალი პაკეტი, რომლებიც ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს შესაბამის სტრუქტურებს პირების დევნაში, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, მათ შორის მის ფარგლებს გარეთაც.
სანქციების მექანიზმში ექსტრატერიტორიული ასპექტის დანერგვა ევროკავშირის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს. სადამსჯელო ზომები ამიერიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ პირებზეც, რომლებიც აკრძალულ რუსულ საქონელს შეიტანენ ევროკავშირში მესამე ქვეყნის გავლით, დამალავენ წარმოშობის რეალურ ქვეყანას ან მათ, ვინც აკრძალულ საქონელს რუსეთში ექსპორტს მოახდენს.”
კომენტარები