• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ხუთშაბათი, 23 მარტი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეგ რომ ვთქვი, ნახევარი საქართველო მლანძღავდა და ნახევარს ვეცოდებოდი, როგორც გიჟი“ – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:30 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,882

ლევან ჯავახიშვილი  

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.

– ბატონო შალვა, „აგენტების კანონის“ შესახებ მინდა გკითხოთ, რის მიღებსაც ხელისუფლება აპირებს. ხელისუფლება რატომ იღებს ამ კანონს, გასაგებია, მაგრამ რა შედეგები დადგება ამის შემდეგ?

– ის შედეგები დადგება, რომ ამის შემდეგ, საბოლოოდ დავბრუნდებით მოსკოვის ორბიტაზე, სადაც ასევე მოქმედებს ამგვარი კანონი. ახლა მიზეზად რომ იდებენ, ასეთი კანონი ამერიკაშიც არსებობს და ჩვენც ამერიკულ კანონს მივიღებთო, ამერიკაში ეს კანონი მიიღეს გასული საუკუნის 30–იან წლებში, ამერიკაში ფაშისტური გერმანიის გავლენის წინააღმდეგ, მის შესასუსტებლად. მოგეხსენებათ, ამერიკაში ეთნიკური უმრავლესობა გერმანელები არიან. დღესაც 60 მილიონი გერმანული ეთნოსია ამერიკაში და ამ მხრივ პირველ ადგილზე არიან. მერე მოდიან ირლანდიელები და ანგლო–საქსები. მაშინ ამერიკაში ძალიან ძლიერი იყო ამ ეთნიკური ჯგუფების მეშვეობით  ჰიტლერის ხელისუფლებასთან კოორდინაცია. ისიც ცნობილია, რომ ფორდი „ნაციონალურ–სოციალისტურ პარტიას“ აფინანსებდა–ამერიკელი ავტომწარმოებელი, თვლსაჩინო პიროვნება, მაგრამ გერმანელი იყო წარმოშობით. იგივე ბუშები, ეიზენჰაუერები, ტრამპები სულ გერმანელები არიან. ამიტომ, ეს კანონი მაგისთვის მიიღეს ამერიკაში. ჩვენი ხელისუფლების მიზანი კი არის არა მართლა გავლენის აგენტების გამოვლენა, არამედ კონტროლი რომ ვერ განხორციელდეს მათ პროპუტინისტურ საქმიანობაზე და ქვეყნის დასავლეთთან დამოკიდებულებაც მაქსიმალურად შემცირდეს. თუმცა, როდესაც „ლეიბორისტული პარტია“, ფაქტიურად, აკრძალა ხელისუფლებამ, მაშინ ამ არასამთავრობოებს ხმა არ ამოუღიათ, არც ერთს პროტესტი არ გამოუხატავს ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მივმართეთ. თუ ახლა გავაანალიზებთ შემოტანილი თანხების რაოდენობას, ასეულობით მილიონია ეს თანხა, ეს გრანტები ახალ ძალებს უნდა მისცენ, მოაზროვნე, პატრიოტ და მებრძოლ ახალგაზრდებს. რამდენიმე ოჯახის ხელში აღმოჩნდა ეს გრანტები – ხიდაშელებთან, უსუფაშვილებთან, ბერძენიშვილებთან. 30 წელია, ოჯახები ჭამენ ამ გრანტებს. ეს სხვანაირად არის გასასწორებელი და არა აკრძალვით. ასევე, პრობლემა ისიც არის, რომ ამ არასამთავრობოებმა პოლიტიკური პარტიები ჩაანაცვლეს. ასევე, საპატრიარქომ ჩაანაცვლა პოლიტიკური პარტიები. ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივანი და ხვდება პატრიარქს, რა კავშირი აქვს პოლიტიკასთან პატრიარქს? ჩამოდიან კონდოლიზა რაისი და მაიკ პომპეო და არასამთავრობოებს ხვდებიან. კაცო, თუ არასამთავრობო ხარ, დაეტიე შენს არასამთავრობოში, რას დაეთრევი პოლიტიკაში, რას მიწერ საარჩევნო კანონს?! ის კი არა, ერთი პერიოდი პარტიების მივლინებების წილში შემოვიდნენ. პარტიებს ხომ ეძლეოდათ სამივლინებო თანხები, აქედან ნახევარი ეძლეოდათ არასამთავრობოებს.  ეს არასამთავრობოები დღეს ივანიშვილთან არიან, ხვალ ამერიკასთან და ზეგ მობუტუსთან. ამის ნათელი  მაგალითია სოზარ სუბარი, რომელიც ამერიკული გრანტებით გაიზარდა და დღეს პუტინის ძუძუს სწოვს.

– შალვა პაპუაშვილი, აჩიკო თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და სხვებიც ბევრნი არიან, ვინც უცხოური დაფინანსებით ისწავლა ან კვალიფიკაცია აიმაღლა.

– კი, ბევრნი არიან. შალვა პაპუაშვილს გერმანული გრანტი აქვს აღებული. ამ გერმანულ გრანტებზე და არსამთავრობოებზე ხომ საუბარი არ არის. გერმანიას მხარი უნდა დაეჭირა ჩვენთვის იმით, რომ ნატო–ში შესვლაზე თანხმობა მოეცა. ბოლოს რა ქნა გერმანიამ? ნატო–ს სამიტზე ვეტო დაგვადო, დაგბლოკა და დაგვაქცია. გერმანული ფონდების ფული, რომლებიც 30 წელია აქ გაიხსნა, მიდის ლადო ჭანტურიების, პაპუაშვილების, კობახიძეების გამოზრდაზე.„ერჰარდის ფონდია“ გახსნილი, კიდევ ათასი სხვა გერმანული ფონდები. აწყობილი აქვთ ეს „ატკატის“ სისტემა, ამათ აქ მისცემენ ფულს, ნაწილი იმ გერმანელ მაფიოზებთან რჩება, მიდის გაყოფა–გამოყოფა. მერე რაღაც სულელური კანონების გადმოწერა ხდება ერთ ღამეში და დილით უკვე პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს და ეს ეთვლებათ საქმედ. ამ სფეროში ასაკრძალი კი არ არის გრანტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის  განვითარებისთვის, პირდაპირი დანიშნულებისამებრ უნდა იქნეს გამოყენებული და არ უნდა მოხმარდეს ვიღაცების ოჯახების ბედნიერებას, ჩამოუყალიბებელი ორიენტაციის ადამიანების სიკეთეს, დღეს მოსკოვში რომ არიან და ხვალ ვაშინგტონში. ამ სფეროში პრობლემები არის და ამ საქმიანობის გამო, რაც ჩამოგითვალეთ, ეს ივანიშვილმა გამოიყენა, როგორც მტაცებელმა, გამოიყენა საზოგდოებაში არსებული ფსიქოლოგიური ფონი. ჩვენი ახალგაზრდები, რომელთაც ძალიან კარგი პროექტები ჰქონდათ, დაბლოკეს და გრანტებს არ გააკარეს, რადგან პარლამენტში არ შევედით. დაბლოკეს იმ ელჩების მითითებით, რომლებიც ახლა გაიწვიეს უკან მათი არასწორი პოლიტიკის გამო.

– კანონს რომ მიიღებენ, ამ მსხვილ პოლიტიზირებულ და მართლა არაფრის გამკეთებელ არასამთავრობოებს არ გადაჰყვებიან ისინი, ვინც მართლა საქმეს აკეთებდასხვა და სხვა სფეროში და გრანტები დასაყვედრებელი არ აქვთ?

– კი, ყველა გადაჰყვება. ბევრი არასამთავრობო მართლა ეფექტურად და პატიოსნად მუშაობდა გარემოს დაცვის, ეკოლოგიის, გენდრების დაცვის კუთხით, ძალადობის წინააღმდეგ… ესენი სრულიად უსაფუძვლოდ დაზარალდებიან. ეს პოლიტიზირებულები, არჩევნებს რომ მიადგენენ, საარჩევნო კანონებს მიწერენ, ეგზიტპოლებს მიტარებენ, სოციოლოგიურ გამოკლევებს მიტარებენ, არჩევნების შედეგებს ადასტურებენ. სუპერ–პოლიტიკური რაღაც უბედურება გვჭირს. ვერც გაიგებ, ვინ მოდის, როგორ მოდის. აი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მამაჩემის ხნისანი მუშაობენ იქ და რაღა ახალგაზრდა იურისტები არიან? ვეღარ გავიგე, რატომ ჰქვია ეს სახელი. 30 წლის წინ დაფუძნდა ეს ორგანიზცია და ყველა მთავრობას ემსახურებოდნენ –შევარდნაძესაც, სააკაშვილსაც და დღეს ივანიშვილს ემსახურებიან. მარტო ეგენი არა, სხვებიც, ბევრნი არიან, რომლებმაც სამივე ხელისუფლების მსახურებაში გალიეს წლები. 2012 წელს, ევროპიდან და ამერიკიდან დაფინანსებული არასამთავრობოები ბიძინა ივანიშვილის გვერდით იდგნენ, არ გახსოვთ? კლინტონის ქალმა როგორც კი უთხრა სააკაშვილს, ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა გადააბაროო, ეს გაიგეს თუ არა, ესენი თავაწყვეტილები  დარბოდნენ, ფეხსაცმელს უპრიალებდნენ ივანიშვილს. მაშინ არ იცოდნენ, რომ პუტინის ოლიგარქი იყო ივანიშვილი?მერე, რომ შევარდნენ პარლამენტში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, რომ ჩაეწერნენ და დეპუტატები გახდნენ ჩუგოშვილები, ხელაშვილები, უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, ანა დოლიძე… მაშინ არ იცოდნენ, რომ ამით პუტინის ოლოგარქთან  შევიდნენ ალიანსში?

– თქვენ, სხვათა შორის, 10 წლის წინ უწოდეთ ივანიშვილს რუსი ოლიგარქი…

–კი, ბატონო, 10 წლის წინ ვთქვი ეგ და ნახევარი საქართველო მლანძღავდა და ნახევარს ვეცოდებოდი, როგორც გიჟი. მაზოხისტი კი არ ვარ, მარტო მე ვთქვა მხოლოდ სიმართლე და ამის გამო მუდამ დავისაჯო. მაშინ უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ, ხალხო, ვის აძლევთ ხმას, არ დაიღუპოთ თავი, ეს არის მე–11 არმია პუტინისგან გამოგზვნილი. რა, არ იცნობდნენ  და არ იცოდნენ, ვინ იყო? მაგრამ რა უნდა ეთქვათ, როცა „ნაცმოძრობას“ აფინანსებდა და ხელფასებს უხდიდა იმდროინდელ ჩინოვნიკებს. ასეა, როცა ყველაფერი ირევა, კაცი კაცს არ ჰგავს, ქალი ქალს, ყველა და ყველაფერი მწვანე დოლარზეა გამოკიდებული…

დაიხოცნენ ჩვენს პარტიასთან ბრძოლით ეს არასამთავრობოები. ვერ გავიგე, რატომ ვერ გვიტანენ. ეგენი გვიყალბებენ არჩევნებს, ეგზიტპოლებს, სოციოლოგიურ გამოკითხვებს. აგერ, ჩვენი პარტია აკრძალეს და ხმა არ ამოუღიათ. იმისთვის  იბრძვიან ეს არასამთავრობოები, ახალი პოლიტიკური ძალა არ მოუშვან ხელისუფლებაში,  ის ხალხი, ვინც მართლა ქვეყნისა და ხალხისთვის იქნება. 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ გაიხსენეთ, როდესაც პუტინი და ჯორჯ ბუში შეთანხმდნენ, რომ შევარდნაძე გაეშვათ და ისინი მოეყვანათ ხელისუფლებაში, ვინც მოიყვანეს. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება და აქედან დაიწყო ჩვენი ყველა უბედურება. მაშინ დაიწყო ივანიშვილის აღმავლობა, რომელიც ფინანსისტი იყო ამ რევოლუციის, პუტინის დავალებით. მაშინ მთელი არასამთავრობოები რევოლუციურ კომიტეტში იყვნენ და პარლამენტში შევიდნენ. ერთხელ ხომ შეიძლება ნამუსმა შეგაწუხოს და თქვა სიმართლე, რომ ხალხო, თავს ვიღუპავთ, ეს არ ქნათ. არა, თუ მათი ინტერესია, ფული და მანდატი უნდა იშოვნონ, ეშმაკსაც წაუღია ეს ქვეყანა. ამიტომ, ახალი ძალები უნდა მოვიდნენ და ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმაც ახალ ძალებს უნდა მისცენ ეს გრანტები, უპატრონოებს, მაგრამ ტვინიანებს, ნიჭიერებს და ზნეობრივებს და არა ისე, მთელი ოჯახები, მამებიდან შვილებამდე, რომ ფინანსდებიან „იუსაიდის“ გრანტებით. დემოკრატიისთვის და ქვეყნისთვის მუშაობა არ არის ჩიკაგოს ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ტრენინგებზე ყოფნა, ლექციების მოსმენა და მერე იმის მტკიცება, რომ ქალი და კაცი თანასწორნი უნდა იყვნენ. ვიცით, ეგ ბატონო, მე–12 საუკუნეში ქალი გვყავდა მეფედ. დატრენინგებული პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე კი არ გვინდა ჩვენ, ზნეობრივი, შეგნებული, იდეური და პატრიოტი ადამიანები გვჭირდება. ძაღლებსაც ატრენინგებენ, აგერ, „ავჩარკების“ 6 თვიანი სკოლაა თბილისში გახსნილი.

– საბოლოოდ, ამ კანონის მიღებით, „ქართული ოცნება“ სამოქალაქო სექტორს მოსპობს და ამით ხელისუფლება დიდ შვებას იგრძნობს. სერიოზულ ოპონენტებს და კრიტიკოსებს მოიცილებს და რასაც აკეთებს, ათჯერ უფრო უარესს გააკეთებს, არა?

– რა თქმა უნდა, ახლა როდესაც არასამთავრობო სექტორმა შეუტია ხელისუფლებას, მიტინგების პროცესებში მიიღეს აქტიური მონაწილეობა, ახლა მოუნდათ ამის აკრძალვა. ხელისუფლება ევროპას და ამერიკას დაუპირისპირდა, მიდის ორივეს 24 საათიანი ლანძღვა. დასავლეთის მიმართ ასეთი აგრესია არ ყოფილა ლენინის, სტალინის, მაო ძედუნის, პოლ–პოტის დროს. წარმოუდგენელი ანტიამერიკანიზმი და ანტიევროპეიზმია, რასაც ჩვენ ვისმენთ. ბუნებრივია, იქიდან დაფინანსებული არასამთავრობოები ამათი მტრები გახდებიან. აბა, ახლა ულანძღავ გრანტის მიმცემს და დამფინანსებელს, ცხადია, არ იქნება შენს მიმართ ლოალური. ჰოდა, ამათ გასაჩუმებლად ადგნენ და ეს კანონი მოიფიქრეს.

– რა შეზღუდვები დაუწესდებათ უცხოეთის ქვეყნების გავლენის აგენტებად გამოცხადებულ ადამიანებს? აუკრძალავენ საჯარო სამსხურში მუშაობას თუ უფრო შორსაც შეიძლება წავიდნენ?

– არა მარტო საჯარო სამსახურში მუშაობას აუკრძლევენ, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დააწესონ. ეს ამერიკულ კანონშიც არის, მაგრამ ვთქვი, ესენი არ ითვლისწინებენ იმ რეალობს, რაც მაშინ  ამერიკაში იყო, რა საფრთხეების გამოც მიიღეს ის კანონი. ამათ ჰიტლერი უნდა გააცოცხლონ თუ რა უნდა ქნან, არ ვიცი, ისე ეყრდნობიან იმ ამერიკულ კანონს.

თეგები: შალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როდიდან გახდება მანქანის დაზღვევა სავალდებულო და რამდენით მოიმატებს ტექდათვალიერების ფასი?!
ახალი ამბები

ფიზიკური პირი პირველივე ჯერზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული – 200 ლარით – რა კანონი მზადდება მძღოლებისთვის?!

18:41 03-22-2023
ახლა ამერიკიდან იქნება სერიოზული ფინანსური და სხვა სახის დახმარებები… თუ ივანიშვილი რუსეთის დავალებებს ასრულებდა, სანქციებს დაუწესებენ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„იმის თქმა, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ფული გამოელევა, რუსეთი დაიმშევა, არასერიოზულია“ – სოსო ცინცაძე

16:42 03-22-2023
ჩვენ მხარს დავუჭერთ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას – ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები

„ვერ ხედავთ ეს ორი ავ–ირაკლი, ღარიბაშვილი და კობახიძე რას კადრულობენ?“ – გიორგი გუგავა

19:24 03-17-2023
„მტერი როცა პანიკაშია, მას არ უნდა მისცე აზრზე მოსვლის საშუალება, უნდა შეუტიო – ეს დასავლეთმა კარგად იცის და გამოიყენებს“ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„მმართველი პარტიის ლიდერები, ჩვენი ჩინოვნიკები პროდასავლურები არიან…“ – რას ყვება სოსო ცინცაძე?

16:02 03-17-2023

ბიზნესი

#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
ბიზნესი

#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა

14:51 03-22-2023
გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა
ახალი ამბები

გიორგი ცქვიტარიამ თიბისისთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხანწკში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა

14:01 03-22-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით  სთავაზობს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით სთავაზობს

12:10 03-21-2023
სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ
ახალი ამბები

სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ

18:31 03-20-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved