• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს – ბადრი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
21:55 09-11-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

“ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში განიხილა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი აშშ-სა და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ნათლად დასტურდება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით. 

“ლელოს” გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, თუმცა ანაკლიის პროექტი გააჩერეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს.  


“სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დიპლომატიური ენით  არის გადმოცემული ის გარემოება, რომელიც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს: შერჩევითი სამართალი, მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება და პროპორციული დავების არასწორად წარმართვა. რაც მთავარია, ანგარიშში ნათქვამია და გარკვევით წერია ხელისუფლების მიერ ანაკლიის განვითარებისთვის შეწყვეტილი პროექტის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში. 
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს. თუ კარგად გაეცნობით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, იქ პირდაპირ ჩანს ის პრობლემები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. ქვეყნიდან დღეს ინვესტიციები გაედინება და ჩვენ ვერ ვახერხებთ იმ პროექტების განვითარებას, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩემს ქვეყანას,” – აცხადებს ჯაფარიძე და იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ ანაკლიის პროექტის შეჩერება პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ. ეს  ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საქართველომ ვერ შეასრულა რეგიონში მისი ფუნქცია. “ლელო საქართველოსთვის” მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის კარიბჭე. ეს შესაძლებლობა ქართულმა ოცნებამ საქართველოს წაართვა.”- აღნიშნა ჯაფარიძემ.

თეგები: ბადრი ჯაფარიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved