“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
“ვოლიდიმირ (“კეთილმაუწყებელის” სტილი – დაცულია) ზელენსკიმ დღეს “სტალინგრადის ბრძოლის” მასშტაბის გარდატეხა შეიტანა რუსეთთან ომში. წარმომიდგენია, როგორი სასიხარულო ეიფორია სუფევს დღეს კიევის ქუჩებში და ფრონტის წინა ხაზზე! ვერც კი წარმომიდგენია – რა “სახელმწიფო დღესასწაულის” ტოლფასი ემოციებია ნაცმოძრაობის ცენტრალურ და რეგიონალურ ოფისებში! დღეს დეი-ოფი ექნება აღებული კუბილიუსს, ფონ კრამონსა და ფოტიგას. თბილისის რესტორნებში – დღეს დაჯავშნულია ყველა ადგილი ჯერ კიდევ გუშინ სასოწარკვეთილებაში მყოფი ჩვენი ნაცების მიერ. დღევანდელი დღე გადამწყვეტი იქნება რუსეთზე გამარჯვების თვალსაზრისით და საქართველოში “ცხელი შემოდგომის” – პირდაპირ კულმინაციად ჩაითვლება. დღეს “ვივამედში” ვიღაცა შეწყვეტს როგორც იქნა თავის რიტუალურ ქანაობას, მისი ოჯახის წევრები სამგლოვიარო სამოსს ჩაანაცვლებენ ბრენდული მრავალფეროვნებით. დაიმახსოვრეთ 20 ოქტომბერი – ეს თარიღი შევა მსოფლიო ისტორიაში!”
კომენტარები