• რეკლამა
  • კონტაქტი
01:28, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ქალბატონმა სალომემ ყველას ერთად „მჭლე” სამიანი დაგვიწერა!” – უსუფაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:54 03-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
343

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” სახელით, განაცხადა:

 

„ბევრი მოხსენება მომისმენია საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური და სახელმწიფოს „მეთაურისებრი”, ანუ მცდელობა იმისა რომ ჩვენ ყველამ ერთად რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ ის პრობლემები რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალიც.

დღეს ქალბატონმა სალომემ ყველას ერთად „მჭლე” სამიანი დაგვიწერა. გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით. გამოსავალიც გვაჩვენა. თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მე მგონი შევძლებთ შევასრულოთ ჩვენი როლი და დანიშნულება ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა. არა მგონია, რომ ჩვენ გვჭირდებოდა შეხსენება, რომ ასეთ საგანგებო ვითარებაში, ოკუპაციის პირობებში, საგანგებო პირობებში გვმართებს ერთიანობა და არა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ეს დიდი პრობლემის ნაწილია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავამკვიდრეთ ის, რისი მეთაურიც გვესტუმრა დღეს საქართველოს პარლამენტში, ანუ სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ინსტიტუტებით, რომელშიც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ მისი პრეზიდენტი უცხოეთში მიემგზავრებოდეს და არა თუ ნებართვას არ აძლევდეს ვინმე, არამედ პრემიერი და პრეზიდენტი რამდენიმე საათს არ მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ საერთო საქმე გააძლიერონ.

ის, რომ ჩვენ სახელმწიფო ვერ დავამკვიდრეთ. ეს მხოლოდ ბოლო 10 წელიწადში არ მომხდარა. არც იმის წინა 9 წელიწადში, არც იმის წინა 8 წელიწადში, ეს უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ მოვლენად იქნება რომ პრემიერს არ ეცლება პარლამენტში მოსასვლელად, ჩვეულებრივი მოვლენა იქნება – უმრავლესობა ჩაკეტავს შემოსასვლელ დარბაზს, ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ ოპოზიცია მუხლჩაუხრელი მუშაობის ნაცვლად პარლამენტში მთელი წელი ხან არ შემოსვლის, ხან შემოსვლის და ხან არ გასვლის გამართლებაში იქნება და ვერ შედგება ინსტიტუციურად პარლამენტი. ჩვეულებრივ მოვლენად იქნება ის, რომ მრავალპარტიულობის დამკვიდრების ნაცვლად  ჩვენთან იმართება მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიულობის ხელში ჩასაგდებად, ერთპარტიული ძალაუფლების მოსაპოვებლად და მერე მისი ხელიდან აღარ გასაშვებად. ჩვეულებრივ ამბად იქნება ის, რომ ხელისუფლება იქნება ჩათვლილი აბსოლუტურ ხელისუფლებად, რომელიც შეიძლება აბსოლუტურად გამოიყენო მომდევნო არჩევნებში საკუთარი გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

სისტემაა შესაცვლელი და პრეზიდენტის მოხსენებაში შევიტანდი ამ დამატებას, რომ სისტემურ ცვლილებას სჭირდება სისტემური მიდგომა. ერთ კონკრეტულ საკითხში მეც დავუწერდი სამიანს ქალბატონ პრეზიდენტს, იმიტომ, რომ მტრობამ, შუღლმა, ურთიერთგაუტანლობამ, შავმა პიარმა ამ ქვეყანაში ისტორიულმა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მიაღწია. ასეთი ამბები მერე აღარ იკარგება, ილექება საზოგადოებაში, ადამიანებში, პოლიტიკოსებში. ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენ ყოველ სიტყვას, ყოველ ქმედებას ახლა მაინც, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანას ემუქრება არა მხოლოდ უზარმაზარი საფრთხეები, არამედ გაუჩნდა უზარმაზარი შანსებიც”

თეგები: დავით უსუფაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved