• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაოკდით, ენმ-ის ამომრჩეველი ფარა არაა, ვერავინ უბრძანებს უსუფაშვილს, ან ბესელიას მიეცით ხმაო…”

ალია ავტორი - ალია
00:13 06-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, რუსუდან ცირეკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამას ჰქვია – მადა გაეხსნათ.
არ მთავრდება პრეტენზიები…
დაოკდით პატივცემულო ევსაქებო!
ბაზარში არ ვართ და ვაჭრობა არ მოსულა.

გიგა ბოკერია:
” უფრო სამართლიანი იქნებოდა ნაცმოძრაობას ერთპიროვნულად არ მიეღოთ გადაწყვეტილება რაიონებთან დაკავშირებით”

ბატონო გიგა და “ევროპული საქართველოს” სხვა წარმომადგენლებო!

2018 წელს ნაციონალურმა მოძრაობა- “ძალა ერთობაშია ბლოკმა” 153 000 ხმა აიღო თბილისში.
დანარჩენმა ოპოზიციამ, ერთად აღებულმა , თქვენი ჩათვლით კი 109 000 ხმა.

ამ რიცხვებს თუ შევხედავთ 8 მანდატიდან რამდენი გვეკუთვნოდა სრულიად ცხადი ხდება!

სამ მანდატს რომ ვჯერდებოდით, მაინც ჰაერში ხომ იქნიეთ მუშტები, ღია კარი ხომ ამტვრიეთ მთელი კვირა, ხომ იძახეთ ” რაღაც მაინც უნდა დათმოს ნაციონალურმა მოძრაობამ”- ო.

რვიდან ორი მანდატი დავიტოვეთ!!
ეს არაა საკმარისი “დათმობა” ?

თერმოსკრინინგი ჩაიტარეთ აბა ერთი…

  1. დიახ, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, და ეს ამომრჩეველი ცხვრის ფარა არ არის. ვერც ვერავინ უბრძანებს, წადი ახლა და უსუფაშვილს ან ბესელიას მიეცით ხმაო- არც დაემორჩილებიან ამ ბრძანებას და არც თხოვნას გაითვალისწინებენ თუ ისეთ კანდიდატზე იქნება ლაპარაკი, ვისზეც ეჭვის ნატამალიც კი არსებობს, რომ შეიძლება პარლამენტში ბიძინას შეუქმნას უმრავლესობა.

შეთანხმება შეთანხმებისთვის არ არსებობს!

კანდიდატი უნდა იყოს გამარჯვების რეალური შანსის მქონე და ამისთვის ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ამომრჩევლის მხარდაჭერა, მათი ხმების მობილიზაციაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხმები უბრალოდ დაიკარგება და ოპოზიციიდან ვერავინ გაიმარჯვებს, დიმიტრი გელოვანიც კი.

  1. ჰიპოთეტური მეორე ტური რომ ახსენა ჩვენმა ერთ ერთმა ლიდერმა ჩვეულებრივი ისტერიკა დაიმართეთ, და კაკო ბობოხიძისგან მოსულა მეორე ტურზე მსჯელობა??
  2. შეთანხმდით?
    ფართო წარმომადგენლობა არის იმ ექვს ადგილზე?
    მგონი ჯერ ვერა ხომ?
    აბა მხოლოდ ევროპულ საქართველოსთან ბლოკის შეკვრას ჩვენ არ ვაპირებთ, და არც სამი ოპოზიციური ძალის შეთანხმება ნიშნავს ოპოზიციურ ერთობას კანდიდატებზე.

არც ის ვიცით სამგორსა და გლდანში დაგვიყენებენ თუ არა კონკურენტებს სხვა ოპოზიციური პარტიები.

დიდები რომ ვართ, ჭკუაც
არ გვაკლია და სულაც არ ვაპირებთ 2016 -ივით ჩვენი ხმებით თქვენს პარლამენტში შესაყვანად გავისარჯოთ.

ოპოზიციური ერთობა ივანიშვილის დასამარცხებლად გვჭირდება და არა “სამარიაჟოდ” ან თქვენს დასაბინავებლად პარლამენტში.

ჩვენი გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება და მოემსახურება.

მადა დაიოკეთ მეთქი!!
და ჩვენს ასიათასობით მხარდამჭერს უფრთხილდით, წითელ ნაჭერს ნუ უფრიალებთ.!!!!

P.S.
ვეთანხმები ბატონ დავით ბერძენიშვილს იმაში, რომ რეგიონებში განსხვავებული ფორმულით უნდა წარვსდგეთ!

და რომ რეგიონებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ნაციონალური მოძრაობის მიერ “დათმობა” დამარცხების ფორმულაა და არა გამარჯვების.

ოღონდ ბატონი დავითისგან განსხვავებით,. რომელიც ფიქრობს, რომ შესაძლებელია მხოლოდ იმ ერთ, მაქსიმუმ ორ იმ რაიონზე შეთანხმება, სადაც ტრადიციულად სხვა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი იმარჯვებს, მე ამის წინააღმდეგიც ვარ ისევ და ისევ ჩვენი ამომრჩევლის განწყობებიდან გამომდინარე- ჩვენი ხმები უბრალოდ დაიკარგება.

დიდ ქალაქებზე კი ლაპარაკიც ზედმეტი მგონია- გავიხსენოთ, რომ რუსთავში და თელავში მეორე ტურიც კი მოგებული აქვს გრ. ვაშაძეს. ქუთაისში 47 და ბათუმში 45 პროცენტი პირველ ტურში…სალომეს 29 და 34.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved