• რეკლამა
  • კონტაქტი
12:45, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დამიჯერეთ, ბოროტი ხალხია, შურისმაძიებელი, ძალაუფლებისთვის საკუთარ დედებს გაყიდიან – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:45 06-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:

“პარლამენტი იხილავს ცვლილებას, რომელიც ეწინააღდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და გულისხმობს ერთადერთი პარტიის – პატრიოტთა ალიანსის დასჯას.

ცვლილების თანახმად, ჩვენ წაგვართმევენ წევრს საარჩევნო კომისიებში. ერთი პარტიის წინააღმდეგ პარლამენტი მიდის ღია უკანონობასა და უსამართლობაზე.

აი, ამიტომაცაა ეს პარლამენტი დასაშლელი.

ცხადია, ამ სრულიად ნათელ დისკრიმინაციაზე არც ერთი ელჩი არ ამოიღებს ხმას. ჩვენ გვეხება და იმიტომ!

ყველას ვეუბნები და, პირველ რიგში, “კობახიძის ოცნებას”: ასე მარტივად არ დამთავრდება თქვენთვის ეს ამბავი. დრონი მეფობენ, დრონი…

დამიჯერეთ, ბოროტი ხალხია. შურისმაძიებელი, ბოროტი ხალხი. ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარ დედებს გაყიდიან.

სხვას არც ველოდი, კობახიძის “ქართული ოცნება” არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, სადაც მკაფიოდ წერია, რომ დაუშვებელია კომისიის წევრის წართმევა “პატრიოტთა ალიანსისთვის”. არ ითვალისწინებს იმიტომ, რომ აგრძელებს სადამსჯელო ოპერაციას “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ. სააკაშვილს კი არ ებრძვის, ჩვენ გვებრძვის! ნაცმოძრაობას კი არ უპირისპირდება, ჩვენ დასჯას აგრძელებს! მალე ამ საარჩევნო კანონპროექტს კენჭი ეყრება. წესით, საპარლამენტო ოპოზიცია მსგავს უკანონობას არ უნდა უშვებდეს, მაგრამ უშვებს, თვალს ხუჭავს, ატარებს, თითქოს არაფერი ხდება. ყველა შეკრულია “ქართულ ოცნებასთან”, ყველა თავის თამაშს ეთამაშება ოცნებას, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ.

საარჩევნო კომისიაში წევრი გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენ გადავლახეთ ბარიერი, ჩვენი შრომით და ბრძოლით მოვიპოვეთ წევრი საარჩევნო კომისიაში, ეს ყველას ესმის, მაგრამ ძალა აქვს და გჩაგრავს… ძალა აქვს და გართმევს… ჩვეულებრივი რეკეტია.”

თეგები: ირაკლი კობახიძეირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved