• რეკლამა
  • კონტაქტი
01:02, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა – ჩემპიონობის ამბიციით ვითამაშებთ” – სანაია

ალია ავტორი - ალია
17:55 07-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

ახლა რაც შეეხება მომავალს.
ჩვენს გუნდში ნელ-ნელა (ჯერ არა) დაიწყება ფეხბურთელთა ნაწილის როტაცია. ეს ყოველთვის ყველა გუნდში მტკივნეულია, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ასე არ იქნება ჩვენს შემთხვევაში, რადგან გუნდის ბირთვი ახალგაზრდაა და ამ ფეხბურთელების უმრავლესობას მთელი კარიერა წინა აქვს. ამასთან, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ არ უნდა შეგვეშინდეს ახალბედების ნდობა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა აჩვენა, რომ არაერთი პერსპექტიული მოთამაშე მალე მზად იქნება ძირითადი გუნდისთვის. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებამ კი ძლიერი ბიძგი მისცა ბავშვების თაობას.
ფეხბურთს სჭირდება ბევრი ფული, ბავშვთა ფეხბურთის გაძლიერება, ეროვნული ჩემპიონატის ხელშეწყობა. ასაწყობია კიბე, რომელზეც ბავშვები ავლენ. საფეხურებს შორის არ უნდა იყოს იმხელა უფსკრული, რომ ტალანტები ჩაიკარგონ.
და მთავარი – მჯერა, რომ ნამდვილი ქართული ფეხბურთი ქუჩაში იბადება. ახლანდელმა მოვლენამ სწორედ ქუჩაში უნდა დააბრუნოს ფეხბურთი და შემდეგ ქუჩა დაუბრუნებს ფეხბურთს ვარსკვლავებს. ტალანტების უმრავლესობა სწორედ ქუჩაში დარბის დღესაც. ქუჩის ფეხბურთია ჩვენი ფეხბურთის საძირკველი. აწყობილი ინფრასტრუქტურის ქვეყნებში მშობლებს ბავშვები ეგრევე საფეხბურთო სკოლებში მიჰყავთ, რაც მათ კარგ, მაგრამ ერთმანეთის მსგავს, ფიზიკურად და ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთელებად აქცევს. ერთი სიტყვით, შვილებს ფეხბურთის სასწავლად აბარებენ მასწავლებლებს. ეს სულაც არ არის ცუდი. ამას ნამდვილად მოაქვს დაგეგმილი შედეგები. ჩვენც უნდა გვქონდეს ასეთი ინფრასტრუქტურა. უბრალოდ, რასაც ბავშვი ქუჩაში ისწავლის, იმას ვერასდროს მიიღებს სკოლაში და, პირიქით, ქუჩაში აღმოჩენილი ტალანტი მერე ისწავლის სკოლაში იმას, რასაც ქუჩაში არავინ ასწავლის – სწორ ფიზიკურ მომზადებასა და ტაქტიკურ აზროვნებას.
დიდი ვარსკვლავების უმეტესობა ქუჩიდან მოდის. ფეხბურთის სწავლა გარკვეულწილად შესაძლებელია, მაგრამ გენიოსები მხოლოდ იბადებიან, ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია. რაღაცები არ ისწავლება. წლევანდელი წარმატების ყველაზე დიდი სამომავლო შედეგი სწორედ ღარიბი ოჯახების ბავშვებში თავიდან დაბადებული მოტივაცია მგონია. ქუჩაშია ბურთთან ყველაზე ხშირი კონტაქტი. იქ ჩნდებიან ის ფეხბურთელები, რომელიც ჩვენს ფეხბურთს სჭირდება.
ქართული ფეხბურთი ლამაზი ფეხბურთია. ბურთთან ხშირი კონტაქტის ხალხი ვართ. ჩვენთვის არაორგანულია დაცვითი თამაში. ჩვენ ვერც გერმანულად, ინგლისურად შემტევ და სკანდინავიურად სპეციფიკურ ფეხბურთს ვითამაშებთ. ჩვენ ზღვის ხალხის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ – ბრაზიულიურის, არგენტინულისა და ესპანურის მსგავსი შემტევი ფეხბურთი. სწორედ ამისთვის გვჭირდება ქუჩაში გამოწრთობილი და ნაპოვნი ნიჭიერი ბავშვების დაკვალიანება. ესაა ჩვენი ხასიათი – ბურთის სრული კონტროლი, ფინტები და ეფექტური გოლები. ამ ევროპის ჩემპიონატზე, ჩემი აზრით, რესურსის მაქსიმუმი გამოვიყენეთ. ახლა არა გვაქვს იმის ფუფუნება ბოლომდე ჩვენთვის ბუნებრივი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ აქეთკენ უნდა წავიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გუნდთან მეორე ნომრად გამოვედით, ხომ ნახეთ, მაინც ვერ ვეტევით ჩარჩოებში, ამ ტაქტიკითაც კი გავედით ჩარჩოებიდან და ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ. სწორედ ეს მოეწონა ჩვენში მთელ მსოფლიოს – რომანტიკული და სანახაობრივი ფეხბურთი დავაბრუნეთ და, რაც მთავარია, ამან შედეგი მოიტანა. ქართველს არ შეუძლია იმაზე ფიქრი, რამდენბურთიანი სხვაობა დასჭირდება მომავალ თამაშებში. ქართველი მეკარე აუცილებლად უნდა ჩავიდეს მეტოქის საჯარიმოში, როცა მისი გუნდი აგებს. მამარდაშვილი ნამდვილი ქართველია. ქართველ თავდამსხმელს არ შეუძლია ფინტის გარეშე, თუნდაც ეს შეცდომის ზღვარზე იყოს. შეიძლება, დაკარგულმა ბურთმა კონტრშეტევა და გაშვებული გოლი გამოიწვიოს, მაგრამ მისთვის მთავარია პუბლიკაზე თამაში, მოედანზე კი არა სცენაზე დგას. ესაა ნამდვილია ქართული ფეხბურთი. ჩვენ მოედანზე ვთამაშობთ და არა მხოლოდ ვმუშაობთ. მე ეს ძალიან მომწონს.
დავუბრუნდები თაობების თემას. ფეხბურთს ზოგადად ციკლურობა ახასიათებს. ასეა ქართულ ფეხბურთშიც. დინამოს პირველ შემადგენლობაში ბერიამ ჩეკისტები შეიყვანა და ფეხბურთი ათამაშა. ღამით ცუდ საქმეებს აკეთებინებდა, დღისით ფეხბურთს ათამაშებდა. 30-იან წლებში ეს შემადგემლობა მოშორდა და პაიჭაძისა და ღოღობერიძის უნიჭიერეს თაობას გაეხსნა გზა. სწორედ მაშინ ავიდა ქართული ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე. მერე ომი იყო, მაგრამ 50-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ (წაართვეს). ამის შემდეგ 10-11 წელი გავიდა და ახალი თაობა მაინც გახდა ჩემპიონი. გავიდა 15-20 წელი და ისევ დიდ სიმაღლეზე ავედით. შემდეგ იყო დიდი ჩავარდნა. რომ არა ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობა, 90-იანი წლების თაობა აუცილებლად მიაღწევდა დიდ წარმატებებს. სამწუხაროდ, მაშინ ციკლურობა დაირღვა, მაგრამ მოგვიანებით აღდგა და აჰა, დაახლოებით 20 წელიწადში დღევანდელი შედეგიც მივიღეთ. ფეხბურთი გადაჯაჭვულია ქვეყნის ბედთან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოს რუსეთში შეთრევა, რასაც ახლა ეს რეჟიმი ცდილობს, და ფეხბურთიც ამაზე გაცილებით მეტ წარმატებებს მიაღწევს. საქართველო უნდა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და ეს თაობა შემომატებულ უმცროს თაობასთან ერთად უდიდეს შედეგზე გავა.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა – თუ სწორად ვიარეთ, 10 წელიწადში ჩვენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე არა ჯგუფიდან გასასვლელად, არამედ ჩემპიონობის ამბიციით ვითამაშებთ.
ევროპის ჩემპიონატზე წლევანდელმა სანახაობამ ბავშვებს, უპირველესად, ქუჩაში მისცა მოტივაცია, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ქუჩას ამ ბავშვებისთვის უნდა მოჰყვეს სკოლა-აკადემია, აკადემიას – კლუბი, მერე ევროპული გრანდები და, რა თქმა უნდა, ნაკრები.
საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპაშია. არა რუსეთს !

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved