• რეკლამა
  • კონტაქტი
00:07, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

com-com-ა “ალტ-ინფოს” სიგნალის გაუქმებას არ აპირებს – პასუხი რომან გოცირიძეს

ალია ავტორი - ალია
19:07 09-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235

კომუნიკაციების ეროვნული კომისია პრორუსული “ალტ-ინფოს” სიგნალის გაუქმებას არ აპირებს – მსგავსი პასუხი მიიღო პარტია “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარემ კახა ბექაურის უწყებისგან.

რომან გოცირიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მთავრობის სანქციებში მოყოლილი კოკა მორგოშია დაკავშირებული პირის, მამიდის მეშვეობით ფლობს ამ კომპანიის წილის 50 პროცენტს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სანქციის აღსრულების პროცესი არ დაუწყია.

მისი თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ეს გადაწყვეტილება თავად ამ უწყების დასანქცირების საფუძველი შეიძლება გახდეს.

პარტია “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარემ კომუნიკაციების კომისიას სადეპუტატო კითხვით 17 სექტემბერს მიმართა – ოფიციალურ წერილში რომან გოცირიძე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე “მაი ვიდეოს”, “მაგთი ტვ-ის” და კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორი კომპანიების მეშვეობით საკუთარი გადაცემების ეთერში განთავსებას ეწევა.

 

ბატონო კახა, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს. კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

“ალტ-ინფო”, რომლის დამფუძნებლებიც (აფილირებული პირების მეშვეობით) იმყოფებიან სანქციების ქვეშ, ეწევა საკუთარი გადაცემების ეთერში განთავსებას “მაი ვიდეოს”, “მაგთი ტვ-ის” და კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორი კომპანიების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: გასცა თუ არა მითითება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ალტ-ინფოს” გადაცემების ტრანსლირების გაუქმების შესახებ?”, – ვკითხულობთ რომან გოცირიძის წერილში.

რომან გოცირიძის კითხვას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური ოფიციალური წერილით პასუხობს, სადაც ნათქვამია:

თქვენი 2024 წლის 17 სექტემბრის N6047/3-17/24 კომისიაში რეგისტრაციის N-24-24086) მომართვის პასუხად გაცნობებთ, რომ მაუწყებლის ავტორიზაციის შეჩერებისა და გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, დღეის მდგომარეობით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება შპს “ალტ-ინფოს” მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე, რადგანაც სახეზე არ არის საქართველოს კანონმდებლობით ავტორიზაციის შეჩერებისთვის/გაუქმებისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები”.

საჯარო რეესტრის თანახმად, “ალტ-ინფოს” წილის 50% კონსტანტინე მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, 50% კი – ალექსანდრე ქარდავას.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved