• რეკლამა
  • კონტაქტი
22:35, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ქვებით“ – რას იხსენებს ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
00:43 01-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია:

„სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, ჭუბერთან დაკავშირებით ბევრი ცრემლი და შესმული სადღეგრძელო მქონდა უკვე ნანახი, როცა 2016 წლიდან დავიწყე დევნილებთან მჭიდრო ურთიერთობა.

ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ქვებით. შევედი უდანგრეულეს შენობაში ვაკეში და ფაქტიურად ქვებით გამომეკიდენ. ზუგდიდში, წყნეთში დავდიოდი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არაფერი ვიცით ამ ხალხის ყოფაზე და არანაირ რეალურ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობთ ამ ხალხის წინაშე. და მალევე მივხვდი, რომ დიახ გასაგებია ეს ნასროლი ქვები. ტყუილი, გულგრილობა და უიმედობა არის მათი ცხოვრება. ბევრს არ აქვს წარმოდგენა რა არის ადამიანისთვის, რომელიც ავადაა, ან ცოლი ახალი მოყვანილი ყავს ან ბავშვები ახალი გაჩენილი, ან არც არაფერი უბრალოდ ცხოვრობს და საპირფარეშო 10-15 ოჯახთან უნდა გაიყოს. როცა კედლებზე ამოდის სოკო, რომელიც შენ შვილს წამლავს და მთელ სამეზობლოს ერთნაირი დაავადება აქვს. როცა ბავშვები უმოაჯირო სართულებზე დარბიან და გული გისკდება, როდის რა მოუვათ. როცა კანალიზაციის მილი პირდაპირ დერეფანში წვეთავს. როცა 12 კვადრატულში 5-6 ადამიანი ცხოვრობს. როცა კედლიდან ქარი უბერავს. როცა სპეციალური დანადგარი უნდა მოიგონო, ძაბრზე მიმაგრებული დახრილი პარკი, რომ ოთახში შემომავალი წვიმა ცოტა შორს უნდა წაიღო.

აი ამაში ცხოვრობ და მოდის არჩევნები და მოდიან გაპიწკინებულები დიდი ამალით, ბლოკნოტებით, თავს აქნევენ ‘დედა, დედა, აქ როგორ შეიძლება ცხოვრება. მეტი დამაჯერებლობისთვის თანაშემწეს მკაცრად აწერინებენ რა უნდა ქნას. გეხუტებიან, გეტმასნებიან, ფოტოს იღებენ და მიდიან. მერე რთავ ტელევიზორს და ამ ხალხს უყურებ, რომ ტელევიზორში სულ სხვა რამეებზე დუჟმორეულები ჩხუბობენ. ეჯიბრებიან სიტყვამოსწრებულ ლანძღვაში, ცინიკურად ისვრიან სიტყვებს მერე შენი გადასახადისგან ნაყიდ ჯიპში სხდებიან და ქრებიან. ასე მიდის მათი ცხოვრება და ილევა.

ვინმე იტყვის ზოგს ორ-ორი ბინა აქვს აღებულიო. კი არის ასეთი შემთხვევები. და ვისი ბრალია? კორუფციის ხომ არა? თუ ბინების სამრთლიანო გადანაწილების ვალდებულება დევნილებზეა და არა სახელმწიფოზე?

მხოლოდ ამ დასახლებების და ნინოწმინდას არსებობაა საკმარისი, რომ ყველას მაგრა გვცხვენოდეს. ოღონდ ეს სირცხვილის გრძნობა თუ მოქმედებაში არ გადაიზარდა, არ ვიქნებით სოლიდარულები ამ ხალხის, დაგვეზარება აქცია, ან აქციის გარეშე მისვლა, ამ თემაზე ლაპარაკი თუნდაც, ეგ სირცხვილის გრძნობა გაცვდება და ვეღარც ვიგრძნობთ“

თეგები: ელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved