ექსპერტი – დავით ქართველიშვილი:
“ეს ჩემი საყვარელი ფრაზა ჩემმა სამეგობრომ კი კარგად იცის. საქართველოში 80-იან წლებში სომეხთა კათალიკოს ვაზგენის მოგზაურობას ეხება, როდესაც ვარძიაში საექსკურსიო დელეგაციაში მათ შორის ჩვენი საყვარელი და ენამოსწრებული ბორის წიფურია ჩართეს. სწორემ მან გასცა მკვახე პასუხი დელეგაციაში მყოფ ტერტერას, რომელიც ვაზგენს ვარძიის “სომხურ” ფესვებზე უყვებოდა. ეს მკვახე რეპლიკა არ გაეპარა ვაზგენს, რომელიც წიფურიას მიუბრუნდა და საპასუხოდ, “ქართულ” ენაზე გენიალური ფრაზა ესროლა: “რატოატრაკამ?”
ეს – “რატოატრაკამ” – ჩემს ლექსიკონში მყარად შემოვიდა, მომწონს და თქვენც გჩუქნით, ვინაიდან ჩვენი ყოველდღიურობის ლამის დევიზად იქცა. ვინ “რატოატრაკამს” და “რატოატრაკამენ” – ნუ, ეს უკვე სულ სხვა თემაა…”
კომენტარები