NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ერთმანეთს შეხვდნენ და მედიასთა კომენტარებიც გააკეთეს.
ენტონი ბლინკენი:
“რუსეთის არაფრით პროვოცირებული აგრესიის დაწყებისთანავე ნატომ მოახდინა სწრაფი რეაგირება და დაუყოვნებლივ ჩართო საქმეში სწრაფი რეაგირების ძალები. ყველა მოკავშირეს შეაქვს წვლილი ნატოს გაძლიერებაში და როგორც გენერალურმა მდივანმა თქვა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს”
სტოლტენბერგი:
“ნატო არ მონაწილეობს ამ ომში, არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან, თუმცა ეჭვი არ უნდა შეეპაროს არავის, რომ ჩვენ აუცილებელად დავიცავთ ყველა ჩვენს მოკავშირეს, რისი დასტურიცაა ის, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ჯარები განვალაგეთ”
კომენტარები