• რეკლამა
  • კონტაქტი
09:08, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი შვილის მოკვლა უნდათ, მისთვის საქართველოში ყოფნა სახიფათოა, დააბრუნეთ უკრაინაში” – გიული ალასანია

ალია ავტორი - ალია
03:26 12-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, უკრაინულ მედიასთან პირდაპირ ჩართვაში ამბობს:

„არ გამოიყურებოდა კარგად, არც ისე კარგ მდგომარეობაშია. მას ორი სასამართლო პროცესი ჰქონდა და სხვათა შორის, ბევრი რამ, სწორედ ამ სასამართლო პროცესზე გავიგე მისივე გამოსვლებიდან. გამოიყურება ცუდად – როგორც იცით, ის შიმშილობდა 50 დღე, რომლის შემდეგაც, ის უეცრად, მოიპარეს რუსთავის ციხიდან და მოტყუებით გადაიყვანეს სხვა ციხეში, რომელიც აღმოჩნდა ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი. მას არ უნდოდა ამ ციხესთან მანქანიდან გადმოსვლა, რადგან არ ჰქონდათ მისი ნებართვის გარეშე გადაყვანის უფლება. მათ ის გადმოათრიეს მანქანიდან, სცემეს, ადამიანმა გაიარა წამება. არ ვიცი რატომ, მაგრამ, მათ ეს ყველაფერი გადაიღეს, თუმცა, ყველაზე ცუდი კადრები არ არის გადაღებული. შემდეგ მათ ეს კადრები გაავრცელეს და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა ენახა, მას როგორ აწამებდნენ. მან 9-10 დღე გაატარა ამ საკონცენტრაციო ბანაკში, რომელიც რატომღაც საავადმყოფოდ იწოდება, თუმცა, არანაირი საავადმყოფო იქ არ იყო.

საერთაშორისო ძალების და მათ შორის, უკრაინის აქტიური ჩართულობის შემდეგ, როგორც იქნა ის გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტრალში, რომელიც ჩემმა შვილმა ააგო თავის დროზე. ის ახლა იქ იმყოფება, მაგრამ მე ძალიან მეშინია მის გამო, ვთვლი, რომ ჩემი შვილისთვის საქართველოში ყოფნა ძალიან სახიფათოა. ძალიან მინდა, რომ ის არ იყოს საქართველოში, მოგმართავთ ყველას თხოვნით, რომ როგორმე დააბრუნოთ უკან, უკრაინაში, ის უკრაინის მოქალაქეა. ჩემი შვილი აწამეს, ის ძლიერად სცემეს. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ახლა ჩვენ ქვეყანაში, უკრაინაში მაცხოვრებელმა რთულია წარმოიდგინოს, რომ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებველია, ჩვენთან პრაქტიკულად არ გვაქვს არანაირი სასამართლო, არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტები, ყველაფერი ჩამოინგრა ბოლომდე, ყველაფერი, რაც გაკეთდა ჩემი შვილის მმართველობის დროს გაქრა, დაინგრა ბოლომდე. ეს პროცესი გრძელდება სამწუხაროდ. ქვეყანა ჩაფლული კორუფციაში. ჩემი შვილი ისჯება იმის გამო, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მან არ ჩააბარა ქვეყანა, აი, ამის გამო სჯიან. ეს ე.წ. სასამართლოები გრძელდება. ძალიან გხოვთ, ჩამობრძანდით და დაესწარით მომავალ სასამართლო პროცესებს. ჩამობრძანდით, გთხოვთ და თავად დაინახავთ, რა ხდება სინამდვილეში. მისი მოკვლა უნდათ. მე თქვენ გთხოვთ, როგორმე გადაარჩინეთ ჩემი შვილი.”

უკრაინელმა ჟურნალისტმა, გიული ალასანიას თხოვნას, ჩამოსვლასთან დაკავშირებით ასე უპასუხა: „თუ ჩამოგვიშვებენ…“

უკრაინულმა მედიამ, გაავრცელა ასევე კადრები სააკაშვილის გამოსვლიდან სასამართლო პროცესზე, კონკრეტულად ის ნაწილი, რა დროსაც სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე მიმართა უკრაინელ ხალხს. გადაცემაში მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები, ექსპერტები, ჟურნალისტები. წამყვანმა და სტუმრებმა გააკრიტიკეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი და აღნიშნეს, რომ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, არც კი ისაუბრა სააკაშვილზე.  

ექსპერტი ანდრეი ილაირონოვი:

„კრემლის უფროსი უდიდეს სიამოვნებას იღებს, იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება, სიამოვნებას იღებს იმით, რასაც უკეთებენ მის მოწინააღმდეგეს, რომელმაც ის დაამარცხა  ჭკუით, ენერგიით, პოლიტიკური რეფორმებით, ეკონომიკური რეფორმებით და ბრძოლის ველზეც კი. პუტინმა ვერ მოახერხა იმის გაკეთება, რასაც აპირებდა. აპირებდა მთელი ქვეყნის დაპყრობას. პუტინს იმედი ჰქოინდა, რომ მოახერხებდა სააკაშვილის დაშინებას. გაგზავნილი იყო ხალხი, რათა დაეთანხმებინათ სააკაშვილი დაეტოვებია ქვეყანა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის  დროს. სააკაშვილმა უარი თქვა და დარჩა ქვეყანაში და სწორედ მისმა ქმედებებმა განაპირობა ის, რომ პუტინმა ვერ მოახერხა მთელი ქვეყნის დამყრობა. პუტინს მისთვის ამის პატიება არ შეუძლია.“

„თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში, მილიონობით უკრაინელი ელის“ – ლიზა იასკო
თეგები: გიული ალასანიაზელენსკიმიხეილ სააკაშვილიუკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved