• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩეჩნეთში კლდიდან გადაჩეხილი იპოვეს ყოფილი მერი, რომელმაც 2 წელი საიდუმლო ციხეში გაატარა

ალია ავტორი - ალია
17:57 04-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ჩეჩნეთში არგუნის ყოფილი მერი, იბრაჰიმ თემირბაევი გარდაცვლილი იპოვეს.  მედუზას ინფორმაციით, თემირბაევის მანქანა შატოი-გროზნოს მაგისტრალზე კლდიდან გადაიჩეხა. 

“ერთადერთი მერი ჩეჩნეთში, რომელიც კადიროვის ჯგუფის წევრი არ იყო” – ასე მოიხსენიებდნენ ყოფილ მერს. მისი სიკვდილის გარემოებებს საეჭვოდ მიიჩნევენ გარდაცვლილის ახლობლები. “გაურკვეველია რაოგორ აღმოჩნდა მისი მანქანა იმ რაიონში”- ამბობს წყარო მედიასთან. 

ექსპერტიზის დასკვნით, თემირბაევი თავისა და წელის მძიმე ტრავმებით, ადგილზე გარდაიცვალა.

ჩეჩნეთის ოპოზიციური მედია ამბობს, რომ თემირბაევი მოკლეს და ავარია მკვლელობის დასაფარად მოაწყვეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ერთი კვირის წინ მოკლეს, სხვა ვერსიით, ერთი დღით ადრე. 

15-წლიანი მერობის შემდეგ, იბრაჰიმ თემირბაევი 2019 თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ნოვაია გაზეტას ცნობით, მისი გათავისუფლება უკავშირდება ჩეჩნეთის მმართველი ელიტის მასშტაბურ წმენდას, რა დროსაც მაღალი თანამდებობის პირები გაურკვეველი ბრალდებებით აღმოჩნდნენ საიდუმლო ციხეებში, სადაც მათ აწამებდნენ და ქონების დათმობას აიძულებდნენ.

თემირბაევის გადადგომის შემდეგ ის დააკავეს და ამის მიზეზი, ნოვაია გაზეტას ცნობით, იყო სატელეფონო ზარი, სადაც ის ამბობდა რომ “რუსეთის ერთგული იყო და არა ამ წვერებიანი კაცების”. ის 2021 წლის დასაწყისში გაათავისულეს. მან ციხეში 2 წელი გაატარა. 

ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვის ვარაუდით, ის იმავე მეთოდით მოკლეს, როგორც 2016 წელს გროზნოს უნივერსიტეტის ლექტორი ხიზირ ეჟიევი. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი “კლდიდან გადაჩეხვაა”, თუმცა მანამდე ის გაურკვეველ ვითარებაში გაიტაცეს.

ბლოგერი ასევე აღნიშნავს, რომ თემირბაევსა და კადიროვს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც  ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი მას ესტუმრა და კედელზე ჩამოკიდებულ კადიროვის პორტრეტს ხუმრობით თავში წამოარტყა. 

თემირბაევის ნაცვლად არგუნის მერად ჩეჩნეთის ლიდერის 28 წლის ნათესავი, ხას-მაგომედ კადიროვი დაინიშნა.

წყარო – ტაბულა 

თეგები: ჩეჩნეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved