ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“გამოცდილი პოლიტიკოსი რას ნიშნავს? რაში გამოცდილი? 30 წელია პოლიტიკაში არიან და სიბოროტის მეტი არაფერი შეუქმნიათ და მასეთ გამოცდილს რატომ თვლით რაიმედ?
ზოგადად ეს არის ჩვენი ყველასი (ჩემიც) პრობლემა. მოდის არჩევნები, ვინც დიდი ხანია ჩანს და იციან რომ არიან პოლიტიკოსები, თუნდაც იციან რომ არიან ნაგავი პოლიტიკოსები, მაინც ბოლო წამს მათკენ მიდიან 🙂 ,,შეჩვეული ჭირის” ინსტიქტი ირთვება ალბათ.
ახლა კი უფრო სიღრმისეულად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ცვლილების გვეშინია ყოველთვის, სიახლის გვეშინია, ბრძოლის გვეშინია (სირთულეებით) და თუ ამ ყველაფერს ვერ ვერევით, ვითომ ბოიკოტს ვუცხადებთ არჩევნებს და საერთოდ არც გავალთო ვსაუბრობთ (არადა ამით საკუთარ თავს ავნებ და არა ვინმე სხვას).
კარგი მთავრობა ნიშნავს კარგ ხალხს, კარგი ოპოზიციაც მაგას ნიშნავს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, ყველანაირი ემოციის გარეშე, სიმდიდრეზე შევძლებთ საუბარს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამომრჩეველი ყოველთვის იქნება ორიენტირებული პროგრამაზე და ნებისმიერი ნიუანსის შინაარსზე პასუხს აგებინებს მის რჩეულს და ამისთვის რა არის საჭირო? იმის გააზრება და შესისხლხორცება, რომ ჩვენს მომავალზე პასუხს ვაგებთ პირადად ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებით და გადაწყვეტილებებით!!!
წერტილი “
კომენტარები