პარტია „გირჩის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით პატარა გაუგებრობაა. ეს საკითხი ისეთი გაგებით, როგორც უკრაინას ეხებოდა, არ გვეხება.
„საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია მმართველი პოლიტიკური ძალის მართვა. მაგრამ ის არანაირი ოლიგარქი არ არის. იმ გაგებით, რა გაგებითაც უკრაინული კანონმდებლობაა წარმოდგენილი, ბიძინა ივანიშვილს ის საერთოდ არ ეხება. თუ მართლა გვინდა, რომ პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც არ ჰქონდეთ არანაირი კითხვა ამასთან დაკავშირებით, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
კომენტარები