CNN-ის ცნობით, დღეს, 8 მარტს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, აკრძალავს ამერიკაში რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტირებას.
სავარაუდო აკრძალვის შესახებ CNN-ის ეთერში ისაუბრა დემოკრატმა სენატორმა, კრის კუნსმა.
მედიის ცნობით, აშშ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე. საკითხთან დაკავშირებით საუბარი მიმდიბარეობს დასავლელ პარტნიორებთანაც, რომლებიც რუსეთიდან იმპორტირებულ რესურსებზე უფრო მეტად არიან დამოკიდებული.
კომენტარები