ქობულეთში, სოფელ გვარაში, ავარიის დროს დაშავებული 28 წლის ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ის კლინიკაში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი, უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს. მედიკოსების ცნობით ვერც ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, დღის მეორე ნახევარში მოხდა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
წყარო: ajaratv.ge
კომენტარები