თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჯიპის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ინფორმაციას “რეგიონალური კვირა” ავრცელებს.
კომენტარები