ცენტრალურ ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. “ნიუპოსტის” ცნობით, ტოიოტას მარკის ავტომობილი, რომელიც დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, შავშვების მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რაც შეეხება დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო
კომენტარები