ავტოსაგზაო შემთხვევა გლდანში – თვითმხილველების ინფორმაციით, ქერჩის ქუჩაზე მომხდარი შეჯახების დროს, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
შემთხვევა დღეს, 8 იანვარს დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები