დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე:
მე ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებების შეფასებას, ალბათ არასწორია რომ გავაკეთო. მე ქალბატონ პრეზიდენტს დიდი მადლობა გადავუხადე ოფიციალურად მისი განცხადებისთვის, რაც გუშინ გააკეთა პანდემიასთან და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ზოგიერთი პოსტულატი მეც ხშირად გამიჟღერებია, იცით, რომ მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფებში, მათ შორის ჩემს კოლეგებსა და მასწავლებლებში ვაქცინაციის სავალდებულოობის, მაგრამ ეს საკითხი არ არის მარტივად გადასაწყვეტი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, რისკჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია და ე.წ. მწვანე პასპორტებზე მუშაობა დაიწყონ. ასევე პრეზიდენმა ისაუბრა არავაქცინირებულთათვის ფასიან სამედიცინო მომსახურებაზეც.
კომენტარები