• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვიცნობდი ასეთ სასტიკს და არაადამიანურს, თორემ…” – ასრულებს, თუ არა, ივანიშვილი რუსულ დაკვეთას? – ბესელია

ალია ავტორი - ალია
00:37 11-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, “ფურმულასთან” ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს:

“არ ვიცნობდი მე ივანიშვილს ასეთ სასტიკს და არაადამიანურს, თორემ, ვერ გავუძლებდი მე 7 და 8 წელი მის გვერდით მუშაობას. სულ მორალისტობდა და ასე ვხედავდი. როცა დავინახე, რომ გადავიდა იმ წითელ ხაზს, რომლის შემდეგ ადამიანი იღებ გადაყვწტილებას, ამას მიიღებ, თუ არ მიიღებ – მაშინ მე ვთქვი, წავედი. ეს იმას ნიშნავდა, რომ მთავარი საყრდენი პარტიის აღარ არსებობდა.

ამ გადასახედიდან, ჩემი დასკვნები ისეთია, მე თვითონაც მაშინებს, აღარ მაქვს იმის განცდა, რომ ვერ ხვდება, არა აქვს გააზრებული, არაა ის იმ მასშტაბის ადმაიანი, ამას ვერ ხვდებოდეს, ვალდებულებას დაემსგავსა, ვიღაცას რომ გინდა აჩვენო, გინდა მიუძღვნა საჩუქრად, თორემ, ის რომ ის ამას ვერ ხვდება, ეს არ არის.

პასუხი, თუ შემიძლია გამოვიცნო, როცა მოვა ამის დრო, იტყვის, მე რა შუაში ვარ, კაცო, აგერ, მე არ ვიყავი ოფიციალურ პოზიციაზე, ეს ამათი გაკეთებულია. ეს იქნება მისი პოზიცია, როცა ეს ყველაფერი ჩამოინგრევა და გაწყდება. ხომ ხედავს, ესმის, ყველა ბრალდების ხაზი მისკენ მიემართება, მაგრამ არ ცდილობს შეჩერებას. თორემ, რა უნდა ამის გაჩერებას?“

კითხვას, ხომ არ სცდება ეს პროცესი შიდა დაპირისპირებას და ხომ არ ჩანს რუსული პოლიტიკის პირდაპირი დაკვეთა? – ეკა ბესელია, ასე პასუხობს:

სულ ვერიდებოდი ამგვარი დასკვნების გაკეთებას, არ მინდოდა ამის დაშვება ბოლომდე, მაგრამ უკვე სხვა განცდა აღარ მაქვს. ეს გაცდა სიყმაწვილის, ცელქობის, უმწიფრობის, შეცდომების ფაზას, როცა ერთი ადამიანის ისტორიას ებმის ქვეყნის იმიჯი, ქვეყნის გარედან უყურებენ ამ ველურ, გაუგებარ ქცევებს… ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე რაღაცნაირად სასწორზე დაიდო, ევროპარლამენტარების ციხეში არ შეშვება, პასკვილები – მთლიან სურათს რასაც ვუყურებ – ეს არ არის ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესი.

ნუ დაგვავიწყდება, ყველაზე სახიფათო პროცესი იყო ის ჩანაწერების სკანდალი, რომელიც აფეთქდა, ათასობით ადამიანის უკანონოდ მოსმენა და ხელისგულზე დაიდო, რომ ამ პატარა, ოკუპირებულ ქვეყანაში, შენ გაქვს ისეთი სურათი, რომ შენ მეზობელს, ვისაც კი შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინტერესი, ნებისმიერ ადამიანზე ზეწოლის და ზეგავლენის ბერკეტს აძლევ ხელისგულზე, ამის შემდეგ ახლა რასაც ვუყურებთ, ამაზე დიდი ვერაგობა მე ვერ წარმომიდგენია. ძალიან ცუდი დასკვნებისკენ მიდის ეს პროცესი.

გამოწვევა ახლა არის ჩვენი, როგორც საზოგადოების, გავიგე, რომ ასე იქცევიან, ხელისგულზე დევს უკვე, თვალები უნდა გაახილო და სახელი უნდა დაარქვა ადამიანმა – ჩვენ რას ვაკეთებთ? ვუყურებთ როგორ გვენგრევა თავზე ყველაფერი, შეშლილ რეჟიმში გვამყოფებენ და ვინ? ვინ? ვისაც ვუყურებთ ესენი, ხო? მე მგონია, ამას უნდა გადალახვა და ადეკვატური პასუხი.

სახელ და გვარს თუ აქვს მნიშვნელობა როდესაც უსამართლო ქცევას ადევნებ თვალს და თუ გულგრილი რჩები, ესე იგი, ის ღირებულება არ არის შენთვის შინაგანად ახლობელი, თორემ, კობახიძეა, ღარიბაშვილი, თუ სააკაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს? ვის მიმართაც იქცევიან სადისტურად და ველურად, თუ შინაგანად პროტესტი არ გექნება, საკუთარ თავში უნდა ეძებო პრობლემა.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიეკა ბესელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved