პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს ვიყენებ – პარლამენტში ძირითადად პირადი მანქანით დავდივარ და ძალიან ხშირად დავდივარ მეტროთი, რადგან უფრო ჩქარა მივდივარ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.
ლევან იოსელიანი:
“პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს ვიყენებ, თუ არ ჩაითვლება ის, რომ ცოტა დიდი ოთახი მაქვს, ვიდრე სხვა დეპუტატებს. არ ვიყენებ მანქანასა და ბენზინის ხარჯს – შესაბამისად, არ მყავს მძღოლი. არ ვიყენებ ტელეფონის ხარჯს. ამ ყველაფერზე უარი ვთქვი არა რაღაც პოპულისტური მიზნებით არამედ, იმიტომ, რომ არ ვთვლი, კაცს, რომელიც საბურთალოზე ცხოვრობს, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება რუსთაველის გამზირზე მოსასვლელად. ამას თავადაც ვახერხებ – მყავს პირადი მანქანა, სკუტერი და მათ შორის მყავს ცხენიც“
კომენტარები