ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი:
,,ანუ, თუ სწორად გავიგე, “საქართველოს ეკლესიამ ყველაზე დიდი სარგებელი მაშინ მიიღო”, როდესაც ქვეყანაში “წესრიგს” მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა, მასტერა, მაიმუნა, ქილერა და ძმები ახალაიები ამყარებდნენ…
როდესაც ციხიდან ყოველ დღე თითო ცხედარი გამოჰქონდათ…
როდესაც შს მინისტრი ორ გვამს ითხოვდა…
და, როდესაც “მისმა პრეზიდენტმა” ქსნისა და კოდორის ხეობებს “ქვების გროვა” უწოდა, ხოლო წმინდანები ვიგინდარებად მოიხსენია (მხოლოდ წმინდა გიორგია “კაი ტიპიო”).
ეკლესიის რომელ სარგებელზე გველაპარაკებით, მეუფევ? მრევლის, უდანაშაულო ადამიანების სისხლს და ცრემლს რომელი “სარგებელი” გადაწონის?
მამული, ენა სარწმუნოებაო და… თუ მამულს და სარწმუნოებას ცალ-ცალკე განიხილავთ, გამოდის, რომ ენაც სხვადასხვა გვქონია.
ხომ ასე გამოდის?
მე თქვენ ქ ა რ თ უ ლ ა დ გეკითხებით.“











კომენტარები