საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე საქართველო რუსეთს ომს ვერასდროს მოუგებს :
“ჩვენ გვჭირდება თავდაცვითი იარაღი, გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ბევრი სამხედრო წვრთნა, მათ შორის NATO-ს სწავლებები სულ რაღაც ერთი თვის წინ და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აზრით, საქართველო ინტეგრაციის პროცესში, ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. ამიტომ, ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გაწევრიანება, როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოში, რადგან სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენი უსაფრთხოების დაცვას, საქართველო რუსეთს ომს ვერასდროს მოუგებს”.
კომენტარები