• რეკლამა
  • კონტაქტი
19:51, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ მიზეზის გამოა საქართველო ხელმოცარული, ფსევდო-დემოკრატიული პერპეტუუმ-მობილე” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
17:46 09-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:
“ამერიკულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უაღრესად დალაგებულ ქვეყანაშიც კი არჩევანი ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის არის. იდეალური არაფერია ადამიანთა სამყაროში და იდეალური პოლიტიკოსის მოლოდინი პრიმიტიული ინფანტილიზმია. შემდგარი ქვეყნების ამომრჩეველთა ე.წ. “საკონტროლო პაკეტი”, ანუ ის სპექტრი, რომელიც არჩევნების ბედს წყვეტს, ამას ზუსტად აცნობიერებს და საკუთარ პოზიციას გონების კარნახით აფიქსირებს. ამერიკაში მაგალითად ასეთი სპექტრი მაქსიმუმ 2-3%-ს მოიცავს. იმიტომ, რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე გააჩნია მკვეთრად გამოხატული ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც ისინი ურყევად ერთგულობენ. ასეა სხვა დალაგებულ დემოკრატიებშიც. როდესაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მწყობრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური და სოციალური ღირებულებები, მაშინ მათ ამორჩეველსაც არ გააჩნია ეს პრინციპები და იქცევა ბრბოდ, რომელიც იდეალებსა და პრინციპებს კი არ ერთგულობს, არამედ შიშველ, პრიმიტიულ ემოციებს. ასეთ ქვეყნებში არჩევნებში გამარჯვება ხდება უზარმაზარი პროცენტებით და მათი რჩეულები რეალურად არა პოლიტიკოსები, არამედ ბელადები, კერპები არიან. როდესაც ბელადი საზოგადოებას ბეზრდება რაგინდარა მიზეზის გამო, მათი მოშორებაც ანალოგიური “ზვავის პრინციპით” ხდება.
ეს არის ე.წ. “ბანანა დემოკრატიების” არსებობის მთავარი პრინციპი. ასეთ ქვეყნებში არჩევნები თითქოს დემოკრატიულად ტარდება, მაგრამ მათი შედეგი ყოველთვის ინფანტილური და უმწიფარია. ამომრჩეველი ინტელექტუალურად ვერ იზრდება და ეს ხდება იმიტომ, რომ მათ პოლიტიკურ არჩევანს საფუძვლად არანაირი ღირებულება არ უდევს, გარდა შიშველი, პრიმიტიული ემოციისა.
ამ მიზეზის გამოა საქართველოც და თუნდაც მეზობელი სომხეთიც ხელმოცარული, ფსევდო-დემოკრატიული პერპეტუუმ-მობილეები. ამ ქვეყნების პოლიტიკური “ისტაბლიშმენტიც” და ამომრჩევლებიც არ ეყრდნობიან მწყობრად ჩამოყალიბებულ ღირებულებებს და არც პოტენცია აქვთ, რომ ეს როდესმე მოხდება. რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, აზერბაიჯანს აქვს ეს პოლიტიკური ღირებულებები და თუნდაც ის, რომ ისინი განუხრელად ერთგულობენ დეკადების განმავლობაში მწყობრად ჩამოყალიბებულ ჰიბრიდულ ფსევდო-მონარქიასა და თუ ფსევდო-დემოკრატიას, მათ ქვეყანას აძლევს პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიას.
ქართველ ამომრჩეველთა დაახლოებით 75% ის ჩამოუყალიბებლობა იმას ნიშნავს, რომ არც მათ და არც ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს არანაირი ღირებულება არ გააჩნია; თუნდაც მცდარი ან მიუღებელი იყოს ეს ღირებულება, უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს ქვეყნის პოლიტიკური ინტელექტის განვითარების არანაირი პერსპექტივა უახლოეს მომავალში.
სასურველი იქნება, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება მომავალმა პოლიტიკოსებმა მაინც გაითვალისწინონ და და დაიწყონ მუშაობა ღირებულებათა რაიმე ჩანასახოვან პრინციპებზე მაინც, თორემ ერთიდაიგივე, უპრინციპო და უღირსებო ინდივიდების პარტიიდან პარტიაში გადანაწილების პრინციპი უსასრულოდ გააგრძელებს საქართველოს “ბანანიზაციას”.
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved