ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“ალტ-ინფოს ის რეგვენი სასტავი ისტორიის ცოდნისგან შორს არის. ამიტომ გადაიკითხონ, შულავერის კომიტეტიდან ვინ როგორ დაასრულა ცხოვრება.
ხელსაყრელ მომენტში სტალინმა ყველას ბოლო მოუღო. გასაბჭოების შემდეგ ამ შულავერის კომიტეტის წევრებს ეგონათ, მოვიდა ჩვენი დრო, საქართველოს მმართველები გავხდითო,/ მოსკოვს ეუბნებოდნენ, თქვენიანები ვართ, კომუნისტები ვართ, გასაბჭოებაში მოგეხმარეთ და ახლა გვაუფროსეთო საქართველოში. აი, მოსკოვში ასე არ ფიქრობდნენ : ცოტა ხანში ჯერ ,,ნაციონალ-უკლონისტები” დაარქვეს; მერე გავიდა წლები და 30-იანებში დიდი რეპრესიები დაიწყო; როცა სტალინს უკვე სხვა მასშტაბის ძალაუფლება ჰქონდა, ანტისაბჭოთა საქმიანობა დააბრალა და ყველა გაანადგურა.
რა თქმა უნდა, თქვენ და რუსეთი უკვე ვეღარასოდეს მოსჭამთ ფეხებს ამ ქვეყანას, მაგრამ მაინც გაეცანით ამ ხალხის ბიოგრაფიას და მიხვდებით, რომ რუსები პირველი თქვენ გაგწირავენ. და რადგან თქვენს მიზანს ვეღარასოდეს მიაღწევთ, რას გიზამენ თითოელს, სათითაოდ ამჯერად მათი ფულის ჯიბეში ჩადებისა და შეუსრულებელი მისიის გამო, ეგ კიდევ ცალკე თემაა. თუმცა გერჩივნოთ ისე მოხდეს, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ციხეში აღმოჩნდეთ იმ დანაშაულისთვის, რაც 5 ივლისს ჩაიდინეთ. საზოგადოებისგან კი – სამუდამოდ გარიყულები დარჩებით, როგორც ამ ქვეყნის მოღალატეები.
ახლა კი შულავერის კომიტეტის სია :
მამია ორეხელაშვილი – დახვრიტეს ( დახვრიტეს ცოლიც )
ბუდუ მდივანი – დახვრიტეს ( მასთან ერთად დახვრიტეს ცოლი და 5 შვილი )
შალვა ელიავა – დახვრიტეს
მიხეილ ოკუჯავა – დახვრიტეს
ბესო კვირკველია – დახვრიტეს
ლადო დუმბაძე – გადაასახლეს
ომარ ფაიკ (ომარ ყიფიანი) – დახვრიტეს
ამაიაკ ნაზარეტიანი – დახვრიტეს
საშა გეგეჭკორი – უფრო ადრე, რეპრესიების დაწყებამდე : ოფიციალური ვერსიით, თავი მოიკლა
ერთადერთი ფილიპე მახარაძე გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 73 წლის ასაკში, მაგრამ ეგ უკვე დიდად აღარავის აინტერესებდა.
სხვა საკითხია სერგო ორჯონიკიძე, რომელიც ამათ ყველას მეთაურობდა გასაბჭოების საქმეში. დიდი თანამდებობებიც ეჭირა და ერთი თავით მაღლა იდგა აქ ჩამოთვლილ ხალხზე – თანამდებობებითაც და უნარებითაც. წლების შემდეგ, ასევე 30-იანებში, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. „სერგოს გულმა ვეღარ გაუძლო” – თქვა სტალინმა მის ცხედართან. შესაბამისად, განკარგულება გასაგები იყო – დაწერეს, რომ სერგო ინფარქტით გარდაიცვალა.
ამ ხალხთან, განსაკუთრებით ორჯონიკიძის ორგანიზატორულ შესაძლებლობებთან, თქვენ რას მიხვალთ, თქვე ალტ-ინფოელო სი@ებო, მაგრამ მაინც დაიმახსოვრეთ, რა დაემართათ.”
კომენტარები