სამოქალაქო აქტივისტი, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“პოლიტიკური თამაშების მიღმა არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ხალხი დაიღალა პოლიტიკოსებით!
ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირებებით!
ხალხი დაიღალა ყოველწლიური არჩევნებით!
ამ არჩევნებზე ყველაზე რთული იქნება ამომრჩევლის მიყვანა საარჩევნო ყუთთან…
ახსნა, თუ რატომ უნდა მივიდნენ და მისცენ ხმა ვინმეს.
ხალხს აღარ გვინდა სანაგვე ურნის პოლიტიკოსების ყურება, რომელიც უახლესი 20 წელია იკვებებიან ჩვენი სისხლის ხარჯზე!
ხოდა თუ ვინმე გგონიათ რომ ლამაზი თვალებით, ერთმანეთის დაჭმით, ან ხალხის დაიგნორებით არჩევნებს მოიგებთ, ძალიან ცდებით!!!
ყველა მივხვდით რომ გამყიდველობას და სამართლიანობის არ აღდგენას დაარქვით დიპლომატია!
ხალხს გაგვიცრუვდა იმედი და ეს იმედი გაგვიცრუა ზოგადმა რეალობამ.
გვინდა ცვლილებები.
დავიღალეთ გამყიდველი ადამიანების გაგმირებით, რომლებსაც თქვენვე აძლევთ ძალაუფლებას და ბოლოს თქვენვე ხედავთ რომ “გმირი” იუდად იქცა!
ცრუ იმედები ნურც პარტიებს ნუ გექნებათ, ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგები დადგება ამ არჩევნების ბოლოს და გაიმარჯვებს ის, ვინც ეხლავე მიხვდება რომ მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი არის ძალა-უფლება.
ამიტომ სანამ კანდიდატებს შეარჩევთ დაფიქრდით!
ჩვენ ხმას არ მივცემთ არავის ბრმად!!!”
კომენტარები