• რეკლამა
  • კონტაქტი
14:35, კვირა, 5 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა როგორც იქნა აღმოითქვა რეალური ამოცანა!” – ბუკა პეტრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:18 01-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303

ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:

“#ArmUkraineNow #UkraineWinsIn2023
#RussiaTerroristState
გამარჯობა მეგობრებო! პირველ რიგში ვუთანაგრძნობ უკრაინას გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო! გამოძიება დაწყებულია და მიზეზები გაირკვევა, მაგრამ ძალიან მძიმეა გაგანია ომში როდესაც გეღუპება შსს მინისტრი, მისი მოადგილე, კიდევ 15 ადამიანი. განსაკუთრებით ტრაგიკულია, რომ ამ ამბავს ემსხვერპლა სამი მცირეწლოვანი ბავშვი
#BუკაDეილიNიუსი ს ცნობით:
დავოსში ვიდეომიმართვის დროს ზელენსკიმ კვლავ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას სამხედრო დახმარების სწრაფად მიწოდების მოთხოვნით. “ვიდრე დემოკრატიული საზოგადოება მსჯელობს, ტერორისტი სახელმწიფო ხალხს კლავს”.
გერმანიის კანცლერმა დავოსში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და რუსეთი დამარცხდეს!!!! მე სულ ხაზს ვუსვამ: ცოტა ხნის წინაც კი დასავლეთის ლიდერები უფრო მოზომილ ტერმინს ხმარობდნენ: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უკრაინამ არ წააგოს და რუსეთმა ვერ მოიგოსო! ახლა როგორც იქნა აღმოითქვა რეალური ამოცანა!
ჩაფხუტებიდან ჯავშანმანქანების მიწოდებამდე ძალიან სერიოზული ცვლილებები განიცადა გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებებმაც, განცხადებებმაც და გადადგმულმა ნაბიჯებმაც. ის ფაქტიც კი, რომ გერმანული ტანკების მიწოდების საკითხის განხილვის აქტიურ ფაზაშია, ძალიან ბევრზე მეტყველებს. თუმცა, ამ საკითხის გადაწყვეტა საბოლოო ჯამში შეიძლება მოხდეს ამერიკელების მიერ აბრამსის ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილებით. სხვადასხვა მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შოლცმა ბაიდენს დაუყენა ასეთი პირობა: თუ აბრამსებს გადასცემ უკრაინას, მაშინ გერმანია გადასცემს თავის ლეოპარდებს და სხვებსაც მისცემს ამის გაკეთების უფლებას. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ეს საკითხი მაინც დადებითად გადაწყდება, მაგრამ რომ ჭიანურდება ეს საკითხი, ეს ართულებს ომის მსვლელობაში გარდატეხის სწრაფად შეტანის შესაძლებლობას.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება ყველაზე მსხვილი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადოს ამ დღეებში. ახალ პაკეტში იქნება ჯავშანმანქანა სტრაიკერები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინას გადაეცემა რაკეტები, რომელთა მოქმედების მანძილი 160 კილომეტრია. ანუ ჩვენებს შეეძლებათ ყირიმში ურდოს მიერ ოკუპირებული ჯანკოის ავიაბაზა დაბომბოს.
კანადელები ასევე მნიშვნელოვან დახმარებას ამზადებენ, მათ შორის იქნება 200 ყველგანმავალი ჯავშანმობილი.
დღეს პრესკონფერენცია აქვს დანიშნული შვედეთის პრემიერს თავდაცვის მინისტრთან ერთად. ვარაუდობენ, რომ გამოცხადდება შვედური არტილერიური სისტემის “არჩერის” უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.
ურდოს კრუნჩხვა დაემართა, როდესაც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთისთვის ყოველთვის იყო და იქნება ყირიმი და ნობასი უკრაინა. მან ასევე გამოთქვა სერიოზული უკმაყოფილება, რომ ვაგნერი სერბეთის მოქალაქეების რეკრუტირებას ცდილობს!
პუტლერმა და მისმა ჯაგლაგა ლოშარა ლავროვმა დღეს იბოჟიალეს. ჩვენ ხო ცალკე მოგვიწამლა დღე ამ ჯაგლაგამ, (მაგის ქება ოღრაში იაშა ბიძიას მოფერებას შემიძლია შევადარო მხოლოდ – შეარგოს, ვისაც გაუხარდა, მაგრამ ამ ქვეყანამ რა დააშავა, სტასიკა სადალსკის მოცაცუნება რომ გამოუმუშავეს, მაგრამ უკრაინასთან მიმართებით ისევ ძველი პროპაგანდისტული ლეგენდები შეუბერეს – პუტლერმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმიტომ დავიწყეთ, რომ ომი შეგვეჩერებინაო და დონბასის ისტორიული რუსული მოსახლეობა გადაგვერჩინაო;
ლავროვმა და პესკოვმაც მოლაპარაკებები ზელენსკისთან რანაირად გამოვაო, სანამ არ აღიარებენ, რომ მისი ტერიტორიები ჩვენი ტერიტორიები გახდაო
ამასობაში აღიარა კი არა, ბახმუტშიც მაგრად დგანან ჩვენები, ბახმუტის მიდამოებშიც. გრძელდება დიდი ბრძოლები ავდეევკის (უფრო ზუსტად სოფ. პაბედას), მარიინკას, კლეშჩეევკას მიმართულებებით, მაგრამ ყველგან დინგში ხვდებათ ურდოსებს. კრასნაჰორა და ოპიტნოეზე ცხრაასჯერ დააბრეხვეს, ავიღეთო, გუშინ ისევ უარყვეს სამხედრო ბლოგერებმა, გააფთრებული ბრძოლები კვლავ გრძელდებაო!
სოლედარი ხო გამოაცხადეს დიდის ამბით 3-ჯერ, რომ მორჩა გავწმინდეთ და სრული კონტროლი დავამყარეთო! ჩრდილოეთ დასავლეთის შემოგარენში ჩვენები ჟუჟავენ ყოველ დღე ათეულობით ორკებს და მათივე პროპაგანძიორებიც კი ვერ აცხადებენ, რომ სოლედარი სრული კონტროლის ქვეშ აქვთ!
ამასობაში, ლუჰანსკის ოლქში ჩვენებმა ნოვოსელივსკა გაათავისუფლეს სრულად და მიებჯინენ სვატოვოს;
კრემინასთანაც წაიწიეს წინ ჩვენებმა. ურდომ კონტრიერიში სცადა, მაგრამ მოხვდათ გემრიელად;
გუშინ 1 ვერტმფრენი ალიგატორი კა-52 დაამიწეს ჩვენებმა და გუშინვე გავრცელდა ცნობა, რომ სოლედართან სუ-25 დაადუღეს ჰაერში ჩვენმა მებრძოლებმა!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში – საქართველომ უნდა გაიმარჯვოს წელს – პუტლერის ბოროტების იმპერია განადგურდება ჩვენს თვალწინ!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
თეგები: ბუკა პეტრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები
ბიზნესი

საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

14:15 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved