საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი 49-ე ადგილზეა.
„ახლა რა ვქნათ?! ამ საერთაშორისო რეიტინგებს და ჩვენი ქვეყნის აღიარებებს რა ვუყოთ, ძვირფასო კრიტიკოსებო?! საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წევრობასაც და ამაზე მეტყველებენ ეს ციფრებიც და რეიტინგებიც“, – წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.
კომენტარები