• რეკლამა
  • კონტაქტი
01:00, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა ქმნიან ორ „ოცნებას“ – გიორგი რუხაძე

ალია ავტორი - ალია
19:20 10-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსთან“ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას, თქვა:

 

„მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ის ჯერ ოთხეული, შემდეგ ხუთეული და დანარჩენი ადამიანები, ვინც მათ გარშემო შეიკრიბნენ, ან დამოუკიდებელ პოლიტიკას ქმნიან, ან თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, ან რაიმე იდეოლოგიურ ხაზზე სხედან. ეს არის 100%-ით ივანიშვილის „ტრიუკი“ პროექტი და თუ მე ვხვდები ამდენს, დარწმუნებული ვარ, ბონი ჯენკინსს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უკეთესად ეცოდინება. ბონი ჯენკინსის ჩამოსვლა ოთხეულის და ხუთეულის გამოყოფას, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება, მაგრამ უკავშირდება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ პოლიტიკას, რომელიც უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

დარწმუნებული ვარ, შიდა საუბრებში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება პოზიციონირებს არასწორად და შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი, ბოლო წლებს ვგულისხმობ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კურსის ცვლის აშკარა ნიშნები, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს.

ეს განაყოფი არ არის ბუნებრივი განაყოფი, ეს არის წინასწარ შეთანხმებული თამაშის ნაწილი და ამ თამაშს აწარმოებს „ქართული ოცნება“. „ყველაფერში ვთანხმდებით, უბრალოდ გამოხატვის ფორმებში გვაქვს სხვაობაო“, ხომ ამას ამტკიცებს კობახიძე? პირდაპირ რომ თქვას, არ ვეთანხმები და ეს ჯგუფი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს და დასავლელ პარტნიორებთან საქმეს გვიფუჭებსო, ამომრჩეველი დაიბნევა და ვერ მიხვდება, ეს ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან არის თუ არ არის. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ მან შექმნას ორთავიანი ცხოველი, ორთავიანი გველეშაპი, რომელიც ერთ ტანზე ამოზრდილი ორი თავი იქნება, ვისაც როგორ აწყობს ისე ლაპარაკობს, მაგრამ ორივე თავს ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ოღონდ მთავარია ხალხმა დაიჯეროს, რომ ეს ორივე თავი ერთი და იგივეა. ჩემი აზრით ეს წინასაარჩევნოდ მზადებაც არის და ამ მზადებას წყალში გადაყრიან თუკი ღიად გაემიჯნებიან.

ახლა ქმნიან ორ „ოცნებას“ ერთი არის შედარებით კარგი „ოცნება“, მეორე შედარებით ცუდი „ოცნება“. ჩვენ შეიძლება ველოდოთ, რომ მომავალში უფრო მეტად მოახდინოს დისტანცირება „ხალხის ძალისგან“ და თქვას, რომ მე ვარ ნამდვილი პროდასავლური ძალა ამ ქვეყანაში და არა „ნაცმოძრაობა“ და მეორე „ოცნებამ“ თქვას, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი ქართული ძალა და სხვა არავინ“

 

თეგები: გიორგი რუხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved