მუსიკოსი, მაია დარსმელიძე:
“მეორედ მოსვლა ისაა, ადამიანებისგან განათლებულ და განვითარებულ საზოგადოებად ოდესმე ჩამოყალიბების ხელშეწყობის ნაცვლად – ბნელ ცხვრისფარას რომ აყალიბებ და ხან იმას აჯერებ, რომ წილხვედრი წილხვდომილი უკუნითი შავი მთვარის ტრაკის ფაზაში შევიდა და არაფერი ეშველება, თუ აქედან სასწრაფოდ არ გაიქცევიან;
და ხან მეორედ მოსვლით აშინებ, რომ ამ უკუნით ტრაკის ფაზაში შესული და ცხვრის უტვინო ფარად აღქმულმა ქვეყნის მოქალაქეებმა ტრაკი დააყენონ და ტრაკს ზედმეტად, ზედმეტი ფიქრით, აზროვნებით და პროგრესით არ ათამაშებდნენ.
მეორედ მოსვლის ხსენების იდეა სავარაუდოდ, რომელიმე სამარხვო სუფრის აfთერ ფართიზე, ბადრიჯნად ნაკურთხი ღორის პირიდან გამოცლილი ბოლოკით პინგ-პონგის თამაშისას გაჟღერდა… ან იქამდე, დაშლა-არ მოშლის სადღეგრძელომდე, რას დაეძებ… და აიტაცეს, მოიწონეს – საკაიფოა, უკიდეგანო უიმედობა დაითესებაო, მერე ქონიანი კოტიტა თითებით გადაზეპილი ბროლის სასმისები ერთმანეთს სუუ სანდომიან და კეთილშობილ სახეებში უჭახუნეს და სუუუ ამინები აყოლეს…”
კომენტარები