მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“71 ავტობუსში კონდუქტორი ეუბნება ტიპს:
პირბადე გაიკეთეთ!
ხო მიკეთია.
ეგრე აზრი არ აქვს, ცხვირიც დაიფარეთ!
აჰა, კაი
ცოტა ხანში კონდუქტორი ისევ მიადგა იმ ტიპს:
პირბადე ცხვირზე აიწიეთ!
ტიპს ხმა არ ამოუღია და აიწია პირბადე, მაგრამ ვერაა ქერქში, მკვდრის ფერი ადევს. მერე კონდუქტორს დაემალა და ისევ ჩამოიწია, გაუსწორდა, ფერზე მოვიდა.
კონდუქტორი არ ეშვება:
პირბადე სწორად გაიკეთეთ-მეთქი!
თორემ აგერ კამერები გიყურებს და აგვკიდებენ ორივეს ჯარიმას!
არ მიჩერდება ცხვირზე ეს დედანატირები, სრიალებს! – გამოსავალი მონახა ტიპმა.
ცხვირი გაქვს თუ გუდაურის ტრასა? – ეკითხება კონდუქტორი.
აქ კი ნერვებზე აითხარა ტიპი, ერთი გემოზე შეაგინა კონდუქტორს, პირბადე მოიგლიჯა და ღია კარში გავარდა.
ხოდა თუ ვინიცობაა ეს პოსტი იმ ტიპს შემოხვდა სადმე – აგერ შენ საჩუქრად ლუკრეციოს მიერ კარგად გატესტილი ნოუჰაუ, ძმაოჩემო: აიღე კბილის ჩხირი და შეუმჩნევლად დახვრიტე ეგ ნაბო@ვარი ნივთი, პირბადეი – აფერი შეეტყობა და სუნთქვაც გაგიიოლდება, მე ვიყო ჟაკ ივ კუსტო.”
კომენტარები