• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ყველაზე მეტი მეგობარი მე აღმოვჩნდი სააკაშვილის” – ჯონდი ბაღათურია

ალია ავტორი - ალია
13:41 12-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,400
პოლიტიკოსი, ჯონდი ბაღათურია:
“აცადეთ მკვდრებს დამარხონ თავისი მკვდარი” ❗️❗️❗️
– სააკაშვილმა აბსოლუტურად არასწორი სტრატეგია აირჩია, მისთვის ზედმიწევრით დამამცირებელი ❗️❗️❗️
დავიწყოთ იქედან, რომ სოსისების და არაჟნის კონტეინერით ყოფილი პრეზიდენტის შემოსვლა ქვეყანაში, უბრალოდ, პლინტუსს ქვევით არის. ფსკერი გახვრიტა ასეთმა კომიკურმა შემოსვლამ.
ახლა რასაც აკეთებს – ისტერიკა – ეს ხომ საერთოდ.
მერაბიშვილიც იჯდა, ახალაიაც. ორივემ იბრძოლა იმისთვის, რომ არ ჩამჯდარიყვნენ. სააკაშვილი ახლა რასაც აკეთებს, ძალიან დამამცირებელია მისთვის.
ჯერ, რა ხალხი ყავს დაქირავებული, გამოდის ვიღაც, რადიოში ვისმენდი, იძახის, ადვოკატი ვარო და 4 საწამლავით არის მოწამლულიო, ანუ მითრიდატე პონტოელი გამოიყვანა, რომელსაც წამლავდნენ და ვერ წამლავდნენ.
სხვათა შორის, ერთ-ერთ მოწამვლაში დედამისი იყო ეჭვმტანილი.
ჰოდა 4 მოწამვლა, რა ვიცი… ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს, იქ რაღაც ზედმეტად უშვებს ამ ხალხს. 4 საწამლავით არის მოწამლულიო და ვერც ერთმა ვერ მოწამლაო. ვინ შეიძლება ეს დაიჯეროს ❓❗️
„ქართულმა ოცნებამ“ დაგეგმოს პატიმრის, ყოფილი პრეზიდენტის, მოწამვლა და თან ერთი საწამლავით ვერ ქნას ეს ამბავი და 4 შეიტანოს და ოთხივეთიც ვერ ქნას ❓
ამას რომ იტყვის, უკვე ხომ ჩანს, რა მდგომარეობაშიც არის ❓❗️
სააკაშვილი დღემდე იძახის, ყველაფერს კარგად ვაკეთებდიო ❗️❗️❗️
ეშმაკივით იქცევა, ეშმაკს ხომ ბოდიშის მოხდა არ შეუძლია ❗️❗️❗️
არ შეუძლია თქვას, უფალო შემიწყალე, აი, ზუსტად ეშმაკივით იქცევა, ბოდიშს ვერ იხდის კაცი ❗️❗️❗️
პატიმარს რომ ჯოხს ურჭობდნენ და აწამებდნენ, ეს სწორი საქციელი იყო ❓❗️
გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეები, ეს რეპრესიები, ბიუჯეტის ძარცვა, დავითგარეჯას საქმე, ხალხის ბანდიტურად ძარცვა, მძევლად აყვანა… დაიჭერდნენ ვიღაცას, ფულს მოატანინებდნენ ოჯახს, მერე გამოუშვებდნენ, ეს სწორი იყო ❓❗️
ამისთვის ბოდიშიც არ მოუხდია ❗️❗️❗️
ამბობს, ყველაფერი კარგად გავაკეთეო ❗️❗️❗️
იცის, ის აგრესია, რაც მის მიმართ იყო, შენარჩუნებულია. დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მიშას გამოშვების, ხალხის შიშით ვერ გამოუშვებენ. ძალიან დიდი აგრესიაა მის მიმართ საზოგადოებაში, ხალხში მაგათი დაბრუნების შიშია. არასწორი სტრატეგია აირჩიეს.
ღმერთმა დამიფაროს, დამცირება დავაპირო, პატიმარია კაცი და მე ეს არ მახასიათებს …
უბრალოდ, ეს მისთვის დამამცირებელია, სხვაგვარად უნდა მოიქცეს.
ჯერ ერთი, ხალხს ბოდიში მოუხადოს ❗️❗️❗️
ღმერთისგან შენდობა ითხოვოს, აღიაროს, რომ რაღაც შეეშალა ❗️❗️❗️
ამის შემდეგ შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება გაიღოს ხალხთან ურთიერთობისთვის ❗️❗️❗️
აქამდე არაფერს მისთვის აზრი არ აქვს, არანაირ ფართხალს ❗️❗️❗️
კიდევ, მაინტერესებს, გიული ალასანიას საიდან აქვს ამდენი ფული, რომ ამერიკული კომპანიები დაიქირავოს ❓❗️
ეს ათეულობით მილიონები ღირს ❗️❗️❗️
როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ამოიღეთ მაგის ქონებრივი დეკლარაცია და სადაც ნახავთ გიული ალასანიას, ყოველთვის ჰკითხეთ, როგორ გამდიდრდა ❗️❗️❗️
საიდან ფლობს ამ ქონებას, საიდან აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთ კომპანიებს ქირაობს ❓
როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მას ხომ არ ჰქონდა ეს ბიზნესები ❗️❗️❗️
საქართველოში არსებობს კანონი „კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ“ ❗️❗️❗️
ამ კანონში პირდაპირ წერია, რომ ჩინოსნებმა, ყოფილმა ჩინოსნებმა და მათი ოჯახის წევრებმა არსებული ქონების შესახებ დასაბუთება თვითონ უნდა წარმოადგინონ ❗️❗️❗️
ანუ ასეთ დროს მტკიცების ტვირთი არის მათ მხარეს ❗️❗️❗️
ამიტომ გიული ალასანია და ყველა: მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ვალდებული არიან თავისი ქონების კანონიერება დაასაბუთონ. დაასაბუთონ საიდან აქვთ ეს ქონება, ამას კანონი ითხოვს ❗️❗️❗️
ერთხელ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე სააკაშვილს კარგი რჩევა მივეცი, მაშინ მან მოისმინა და ამით არაფერი წაუგია ❗️❗️❗️
ახლაც მინდა, ვურჩიო, ღმერთმა დამიფაროს, ნიშნის მოგებით და რაიმე სხვა მიზნით ვსაუბრობდე, მინდა ვუთრა, ეს არასწორია, არასწორ გზას ადგას ❗️❗️❗️
ეს იმას აჩევნებს, რომ მას ქართული მენტალიტეტის არ ესმის, მცდარი გზა აირჩია.
ჯერ ერთი, ღირსებას არ მატებს, პირიქით, ამცირებს და აკნინებს. სიტუაცია გააშარჟეს, გააკომიკურეს.
თუ მას უნდა, რომ პოზიტიური გარემო შეიქმნას, გზა უნდა იპოვოს არა კოლექტიურ დასავლეთში – კოლექტიურ კუბილიუსებთან და ვიღაცეებთან, რომლებმაც ქართულ საზოგადოებას უკვე თავი მოაძულეს, არამედ თვითონ ხალხთან.
ხალხთან ურთიერთობის დაწყება შეიძლება ბოდიშით ❗️❗️
ეს დიდებული სიტყვა – „შემინდე“ ღმერთმა გვასწავლა ჩვენ, ადამიანებს ❗️❗️❗️
ეს განთავისუფლებს ყველა იმ ტვირთისგან, რაც შენ, ადამიანს გაწევს
ეს, პირველ რიგში, უნდა ითხოვოს ღვთისგან, რა თქმა უნდა, და მერე ხალხისგან. ეს არის ჩემი რჩევა. აი, ყველაზე მეტი მეგობარი მე აღმოვჩნდი სააკაშვილის ❗️❗️❗️
თეგები: ჯონდი ბაღათურია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved