ამირან გამყრელიძემ გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რეგულაციების გამკაცრების შესახებ კითხვას უპასუხა და თქვა:
“ერთი გამოსავალი არის მკაცრი კონტროლი, იმათ მიერ, ვისაც ევალება, და მეორე – ჩვენი თვითშეგნება.
ქვეყანაში 25 ადამიანი დაიღუპა, არ არის დრო, მოვითმინოთ ცოტა. არ იგეგმება არავითარი რეგულაციის გამკაცრება. იგეგმება ის, რომ აღსრულდეს, რაც არის.”
შეგახსენებთ, რეგულაციების აღსრულების კონტროლი მეტწილად შსს-ს ევალება, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს. ის, რომ რეგულაციების აღსრულების კონტროლი ან არ ხდება, ან ძალიან ცუდად ხდება, ამაზე კარგად ხანია ბევრი ადამიანი წერს და ამბობს.
კომენტარები