• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში – „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია

ალია ავტორი - ალია
14:41 12-20-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
639

ახალი წელი თავბრუდამხვევი თავგადასავლებით სავსე, ჯადოსნური პერიოდია.

31 დეკემბრის ღამიდან 14 იანვრის ჩათვლით უკლებლივ ყველა ახალი წლის მოსვლას აღნიშნავს და ქუჩებში ამაღელვებელი განწყობა იგრძნობა.

თუმცა ამ ჯადოსნურ დღესასწაულს ერთი უსიამოვნება ახლავს თან — ამ პერიოდში უმრავლესობა ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით იღებს და ფხიზელი ადამიანის პოვნა, არც მეტი, არც ნაკლები, ავტომობილის საჭესთანაც კი შეიძლება გაგიჭირდეს.

შედეგად, ქვეყანაში თავზე  ხელაღებული მოძრაობა იწყება და, ერთი შეხედვით, ყველაზე ბედნიერ და მხიარულ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგრძნობლად იმატებს.

სწორედ ამ მანკიერ ქცევასა და მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. კამპანიის მთავარი ვიდეო ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებულ, მრავალფეროვან გზებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ ყველას ახალ წელთან შეხვედრის საკუთარი ტრადიცია გვაქვს. თუმცა ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ ვმართოთ.

მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: „საახალწლო პერიოდში აუდიტორიასთან მძიმე და პრობლემატურ თემებზე საუბარი არც ისე მარტივია. ამ დროს ყველას განსაკუთრებულად სადღესასწაულო განწყობა და ჯადოსნურობის მოლოდინი აქვს. თუმცა, ვფიქრობთ, სათქმელი საინტერესო ფორმით გადმოვეცით, რათა ჩვენი გზავნილი აუდიტორიამდე მაქსიმალურად ეფექტურად მიგვეტანა და ეს მნიშვნელოვანი მესიჯი სადღესასწაულო აურზაურში არ დაკარგულიყო. მთელი ვიდეოს განმავლობაში სიუჟეტებს ჯადოსნური და სადღესასწაულო ელფერი დაჰკრავს. თითოეული სცენა დღესასწაულის აღნიშვნის მრავალფეროვან, მათ შორის, საზოგადოებისთვის მიღებულ თუ განსხვავებულ გზებს წარმოაჩენს. ამ საზეიმო განწყობისა და ახალი წლისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის ფონზე კი უეცრად კონტრასტული და მნიშვნელოვანი გზავნილი ჟღერდება — აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში. ვფიქრობთ, ეს მოულოდნელი დასასრული მაყურებლისთვის ერთგვარი გამოფხიზლების ფუნქციას ასრულებს“.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა და უსაფრთხოება მთავარი ღირებულებებია. სწორედ ეს ორი უმთავრესი ფასეულობა გავაერთიანეთ ჩვენს საახალწლო კამპანიაშიც და გადავწყვიტეთ, მძღოლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ ახალ წელს ყველანაირი გართობა, აღნიშვნის ფორმა თუ უჩვეულო ქმედება მისაღებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში არ უნდა ვმართოთ. ვფიქრობთ, ამით პრობლემის სიმწვავე თვალნათლივ წარმოვაჩინეთ და აუდიტორიას გზავნილი მკაფიოდ მივაწოდეთ. ეს კამპანია ჩვენი წინა პროექტის — საგზაო მოძრაობის კულტურის ერთგვარი გაგრძელება და ლოგიკური დასასრულია. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ წელს ჩვენი საკომუნიკაციო არხები თუ აქტივობები, საახალწლო კამპანიის ჩათვლით, სრულად დაგვეთმო საგზაო მოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე საუბრისთვის“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ კამპანიის მთავარი გზავნილის გასაჟღერებლად და მძღოლებთან პირისპირ სასაუბროდ სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. დაგეგმილია პარტნიორობა კომპანია „ბოლტთან“, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ახალი წლის პირველ დღეებში თეგეტას სპეციალური პრომო კოდებით სარგებლობა და ტაქსის უფასოდ გამოძახება შეეძლებათ. კამპანიის მხარდამჭერი ალკოჰოლური კომპანიები კი მთავარ გზავნილს საახალწლო შეფუთვებზე დაიტანენ.

„თეგეტაში“ სჯერათ, რომ სასიკეთო ცვლილებები პასუხისმგებლობიანი კომპანიებისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. ამიტომაც კამპანიის მიზანია, ამ ჯადოსნურ პერიოდში თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა არ დაივიწყოს და გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს.

გახსოვდეთ — საახალწლო გართობას შეზღუდვები არ აქვს. აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეს — არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved