• რეკლამა
  • კონტაქტი
12:06, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ–ის სასანქციო პოლიტიკა საქართველოს მიმართ “კვანტური მართლმსჯულების” კლასიკური შემთხვევაა” – ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:31 09-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,955

ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი:

ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკა საქართველოს მიმართ “კვანტური მართლმსჯულების” კლასიკური შემთხვევაა, ვინაიდან სანქციის გამოყენების დროს სრულიად მოშლილია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი “დანაშაულსა” და “სასჯელს” შორის.
კერძოდ, თუ სანქცია გამოიყენეს, ეს არ ნიშნავს, რომ რამე დააშავე და თუ რამე დააშავე, ეს არ ნიშნავს, რომ სანქციას გამოიყენებენ.
შეგიძლია, მაგალითად, წლების მანძილზე ტერორში გყავდეს საკუთარი მოსახლეობა – აწამო პატიმრები, ქუჩაში ხოცო ხალხი, გაანადგურო ოჯახები, გააუქმო სიტყვის თავისუფლება და სასამართლო, გააყალბო არჩევნები, დაარბიო და მიიტაცო ტელევიზიები, დაარბიო და მიიტაცო ბიზნესი, გაძარცვო ჯარი და პენსიონერები, მაგრამ თუ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-კეზერაშვილ-გვარამია ხარ, ამერიკულ სანქციას “ვერ გამოიმუშავებ” და, შეიძლება, დაგაჯილდოვონ კიდეც.
იმავდროულად, თუ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვი, მაგრამ სხვის დანთებულ ხანძარში შენი სამშობლო შეშად არ შეუკეთე და, სულო ცოდვილო, ქვეყნის პოლიტიკის უცხოური გავლენისგან მინიმალურად დაცვის კონსტიტუციური პრინციპის ამოქმედება სცადე, პერშინგებივით დაგაყრიან სანქციებს.
დასკვნა: აგენტურის მიმართ ნიუტონის ფიზიკა არ მუშაობს, აგენტურის მიმართ კვანტური მექანიკის “ჩახლართული” (Quantenverschränkung) კანონებია ძალაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved