საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერის გამოსვლას პარლამენტში, საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება და ამბობს:
“მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს – გამოვიდა საზოგადოება, დიდი რისხვით და მკაფიო გზავნილით ბრიუსელისადმი.
სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე – მე ვარ სრულიად შეშფოთებული, რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. რაც დავინახეთ პარლამენტში იმის საწინააღმდეგოა, რაც აჩვენა საზოგადოებამ – თავშეკავება, ზრდილობა, პატივისცემა – პარლამენტმა საპირისპირო – დაპირისპირება, ლანძღვა, არ მოსმენა, ყველაფერი რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა უარყოფითი…
ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც, არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, ბრიუსელისკენ რომელიც გააგზავნიდა ნეგატიურ გზავნილს, ნეგატიურ სურათს… ჩვენ, თურმე ყველაზე კარგად ვართ, არაფერი გვიჭირს, ვერ გავიგეთ, თურმე, რატომ არიან თქვენი უკრაინა და მოლდოვა ჩვენზე წინ, ერთადერთი იმიტომ, ალბათ, რომ ჩვენ ომი არ გვინდა და თქვენ ომი გინდოდათ, ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით.”
“ეს არ არის საქართველო, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს” – პრეზიდენტი პრემიერის გამოსვლაზე
კომენტარები