• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სალამი ღმერთო, მამაჩემი შენ არ გიცნობდა, ბევრ ნათესავზე უფრო გგავდა თუმცა უფალო… – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
20:39 04-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე:

წითელი პარასკევი ანუ მეორე წერილი ღმერთს მამის გამო

რადგან ტკივილი ნიშნავს სულის შიგნიდან კაკუნს,

როცა წასვლა გსურს და შენ სული გიჭირავს კბილით,

სულის ნაფლეთად კბილებში ცრი სიტყვების უკუნს,

და მზეს იღამებ, თვალებს ღრუბელს ახურავ დილის.

სალამი ღმერთო, შენ ტკივილი ისწავლე მაშინ,

როცა ცოტა ხნით ჩვენად ყოფნა დაიზეპირე –

ჩვენ კი თხრობითაც გვიჭირს შენი მოყოლა ცაში,

როცა მოაფრენს სამსჯავროზე სულებს ზეფირი.

შენ იცი – რადგან ხმას კი არა, ჩვენს თვალებს უსმენ,

და იცნობ – რადგან ასე მიწად ყოფნის წესია –

ადამიანის თვალებიდან წამოსულ ლურსმნებს,

რომ ეს ლურსმნები ჯვრის ლურსმნებზე უარესია.

თუმცა შენ იცი, ხანაც სადღაც, თხილის ჩეროდან

დახრილი ჩრდილი უნებურად გაგიმეორებს –

იმათზე უფრო, ოქრო-ვერცხლით ვინც გიმღეროდა

და კრიალოსანს აწვალებდნენ ხელებში მდორედ.

სალამი ღმერთო, მამაჩემი შენ არ გიცნობდა,

ბევრ ნათესავზე უფრო გგავდა თუმცა უფალო –

შენს გზებს ბაძავდა უნებურად და მცირედ ცოდვილს,

მინდა სხეული შეუმოსო და დაუფარო.

ის თვალს მიხელდა, ბრმას მიმხელდა სხვა მზერას თითქოს,

როცა ცხოვრების მასწავლიდა დახუჭობანას,

რომ ფეხის ადგმის სასწაულის მსგავსებას ითხოვს,

დღე, როცა ბლიდან ჩამოვარდნილს სისხლი მომბანა.

რომ მას შეეძლო ლამფანაკლულ, უვახშმო ღამით

პურის ნატეხის ხორბლის ულევ ყანებად ქცევა – როცა ზღაპრებით მივაპობდით უძილო ყამირს,

და მთებს მინდვრებად ან ვაქცევდით უძირო ხევად.

ჰო, მას შეეძლო თბილი წყალი ჩაესხა ტაშტში

და გაყინული დაეთბილა ჩემთვის ფეხები,

ხომ უბრალოა, მაგრამ მზისსწორ სასწაულს ვადრი –

წყალზე გავლას ჰგავს ვარცლზე ცივი ფეხის შეხება.

ოფლად იშრობდა ჭიანჭველის დახოცილ მოდგმას,

შემთხვევით ქუსლით რომ გასრისა და სულ ნანობდა

და ტოტებს, როგორც უნებლიედ გამოსხმულ ცოდვებს

ასხეპდა ხეებს ბნელ დილიდან ღრმა საღამომდე.

როცა ცხოვრებამ მოულოდნელ ჯვარზე გააკრა,

დაღვრის მაგიერ, მას სხეულში სისხლი გაუშრა,

და ვერ ნახავდი სადმე ჯვარზე გაკრულ ავაზაკს,

ავაზაკები იქვე ისხდნენ ლოგინთან ურცხვად.

სალამი ღმერთო, აქ მრავალი ჯვარი ასვია,

ჩვენც ვიმეორებთ ჩვენს საკუთარ წითელ პარასკევს,

იცი, ეს კაცთა დაყოლილი ბედი და სვეა –

ჯვარზე გავაკრათ, სანამ ჩვენვე ჯვარზე გაგვაკრეს.

და ისიც იცი, აღსადგომად რა ცოტა გვყოფნის,

და გთხოვ, მამაჩემს, შენ გბაძავდა ვინაც, იესო,

რომ დაუბრუნო მკლავში სისხლი და მკლავზე ოფლი,

მიეცი თოხი, ოთხი ძირი თხილი მიეცი.

რომ იშვიათად, მიღმა დაღლის გასულმა რიდით,

მოხრილმა ჩრდილმა, გაპარულმა თხილის ჩეროდან

მეც გადმომხედოს რომელიმე მეათე ციდან –

ღრუბელზე იჯდეს, იღიმოდეს და გიმღეროდეს.

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved