• რეკლამა
  • კონტაქტი
11:22, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ინდური შტამი საქართველოში დაფიქსირდა? “ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, არ აინტერესებს იმუნიტეტი, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება“ – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
20:34 04-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.

– უნდა გკითხოთ პოსტკოვიდურ გართულებებზეც, აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი გართულება შეიძლება დაუტოვოს იმ ადამიანების ნაწილს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ხომ?

– ინვალიდდება ხალხი, ინვალიდობა მხოლოდ ეტლში ჩაჯდომა ხომ არ არის, ხალხო, კოვიდგადატანილების 30 პროცენტში მოქმედებს სასუნთქ გზებზე, გულზე, სპერმაზე, გამრავლებაზე, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ტოვებს და ა.შ. „ევექსის“ ერთ-ერთ დირექტორს ვუსმენდი, თავად აღიარა კოვიდგადატანილთა 60 პროცენტი უკან დაგვიბრუნდა ჰოსპიტალში პოსტკოვიდური პრობლემების გამოო. არამარტო კოვიდგადატანილებში, სამწუხაროდ, მძიმე გართულებებს იწვევს ფეხმძიმე ქალებში, 5-ჯერ მეტია შანსი, რომ მოხვდეს რეანიმაციაში, ძალიან მაღალი პროცენტია ნაადრევი მშობიარობის, თითქმის 90 პროცენტი, ძალიან მაღალია პროცენტი ბავშვის დაღუპვის. რომ გადავხედე კვლევებს გული გამისკდა. ყველაფერი უნდა გააკეთოს ორსულმა ქალმა, რომ არ დაემართოს კოვიდი.

სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ შესაძლებელია, უკვე საქართველოშიც იყო შემოსული ინდური შტამი… ამას კი არ ვგრძნობ, ნათელმხილველი კი არა ვარ, გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ. სასწრაფოდ უნდა მოხდეს სრული სამედიცინო პერსონალის მობილიზება. ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, არ აინტერესებს იმუნიტეტი, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.

დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია ყველგან, ტრანსპორტში მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე. ვამბობდი, რომ სკოლებშიც უნდა დაეცვათ დისტანცია და ეტარებიათ პირბადე, ვთქვი, რომ 5 წელზე ზემოთ ბავშვებში ეტარებინათ პირბადე, არ ვიცი, რა გაიგეს იმათ, მეხუთე კლასიდან ზემოთ გაიკეთონ ბავშვებმა პირბადეო და რამდენი ბავშვია ახლა ინფიცირებული? რამდენი კლასი? რამდენი სკოლა ისევ დაიხურა? ვინ არის პასუხისმგებელი? ან ის ბავშვი სკოლამდე რომ მივა, მეტრო ხომ უნდა გაიაროს? და მეტრო არის კორონას გავრცელების ცენტრი.

შეიძლება უაზრო რაღაცას ვამბობ, მაგრამ ზოგჯერ მგონია, სპეციალურად ცდილობენ ვირუსის გავრცელებას და მერე ამით ხალხის კონტროლს, აბა, არ ვიცი, რა ვიფიქრო, საღი აზროვნების ადამიანი ასე არ მოიქცევა. წინა პრემიერის ყველაფერი არ მომწონდა, მაგრამ რეგულაციების დიდი ნაწილი სწორად იყო დაწესებული, მოვიდა ახალი პრემიერი და ერთ დღეში გააუქმა რეგულაციები. მე მესმის, ის პოლიტიკოსია და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სად არიან ის მრჩევლები, რომლებიც ხელფასს იღებენ? სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები? სხვათა შორის, სხვა ქვეყნის პრემიერებმაც გააუქმეს ასე რეგულაციები და ბევრგან ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი გადადგნენ იმის გამო, რომ არ ეთანხმებოდნენ და ესენი სად არიან? ისევ თავის თანამდებობებზე? ამ ყველაფერში დამნაშავე არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ღიად ვაცხადებ. მე რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვხელმძღვანელობდე, პირდაპირ პრემიერის კაბინეტში გამოვაცხადებდი შიმშილობას და იქედან არ გამოვიდოდი, სანამ არ გადაიფიქრებდა რეგულაციების მოხსნას.

ახლა ჩაკეტვის წინააღმდეგი ვარ, 3-4 თვეში ფული აღარ გვექნება ხაზინაში, საიდან შემოვა ფული? დონორ ორგანიზაციებსაც აღარ აქვთ უკვე ფული, ვერც ისინი მოგვცემენ და რას ვაპირებთ? ომია, რა დროს 10-წლიანი გეგმაა ომის დროს, ომის დროს უნდა გააკეთო 6-თვიანი გეგმა, უნდა აუხსნა ღიად შენ ხალხს პრობლემის არსი, ომია, ომი. ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, იმიტომ რომ ქვეყნებიც არასოდეს ყოფილმა ასე მჭიდროდ ერთმანეთთან, მაგალითად, „ესპანკის“ დროს. ნახეთ თბილისის აეროპორტი, სად აღარ მიფრინავენ, ზოგი ამერიკიდან დაბრუნდა, ზოგი ბრაზილიიდან და ზოგი ინდოეთიდან. სტამბულის აეროპორტში საიდან ჩამოსულ ადამიანს აღარ შეხვდები, თუნდაც. არ იყო ქვეყნებს შორის ასეთი მიმოსვლა არც ერთი ეპიდემიის დროს აქამდე და ესეც უწყობს ხელს გავრცელებას. აეროპორტებიც გავრცელების წყაროა. ჯერ კიდევ შარშან ვთქვი, რომ ეს არის ბიოლოგიური ომი, ვინ დაიწყო ეს ომი არ ვიცი, არც გვაქვს ახლა ჩვენ მაგის გარკვევის დრო, მთავარია გადავრჩეთ. გაიხსნას ქვეყანა, ოღონდ რეგულაციები გაკონტროლდეს ძალიან მკაცრად, რეგულაციების გასაკონტროლებლად სამხედროებიც გამოვიყვანოთ, სრული მობილიზება მოვახდინოთ.

– როდის შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ დასრულდება ვირუსთან ომი?

– ადრე ვფიქრობდი, რომ 2023 წელს დასრულდებოდა ეს ომი. მაშინ ველოდებოდით ვაქცინას, მაშინ არ იყო ასეთი აგრესიული მუტაციები. ახლა სიმართლე გითხრათ – არ ვიცი. მართლა არ ვიცი. გავიმეორებ, ახლა თუ გვინდა გადავრჩეთ, ვაღიაროთ ვირუსი ნომერ პირველ მტრად, ჩავხედოთ თვალებში და ვებრძოლოთ! სხვა გზას ვერ ვხედავ.

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved