• რეკლამა
  • კონტაქტი
11:44, შაბათი, 28 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძირს უთხრიან ივანიშვილს ერთი მიზნით – წავიდეს და სააკაშვილი და „ნაცები“ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში”

ალია ავტორი - ალია
20:05 02-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

“მერე რას ფიქრობს იცი ხალხი? რაკი  ყველა საქმის კურსშია და არავის იჭერენ, გამოდის, იმ ფულის დიდი ნაწილი ბიძინასთან მიდისო. ვერ გაამტყუნებ ამ ხალხს. ლოგიკურად ფიქრობენ”

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი

–ლაშა, კორუფციაზე უნდა გკითხო, ბიძინა ივანიშვილს სახლში შეიძლება მართლა არ მიაქვს ბიუჯეტის ფული, მაგრამ ისევ მაგის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხმარდება ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ნაწილი.


– კი, მაგალითად,   დღეს თუ გინდა ორი კაპიკი იშოვნო, ტენდერი მოიგო, ბიზნესი დაიწყო ან გააფართოვო. ივანიშვილის დეიდაშვილთან უჩა მამაცაშვილთან უნდა მიხვიდე, უნდა ეხვეწო, ფული გაშოვნინოს. ვინ არის უჩა მამაცაშვილი, მაგას რატომ უნდა ეხვეწო, რომ ფული იშოვნო? მაგან რატომ უნდა მოგცეს ლიცენზია? მაგის ნახვა თუ გინდა, სუს–ში უნდა მიხვიდე, იქ ზის 24 საათი. მთელ სუს–ს ეგ აკონტროლებს. ერთმა კაცმა, ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან, იცი რა მითხრა? მე, უჩას და ბიძინას ერთი ოჯახი გვაქვს გაკეთებული, თუ ვინმე შეგვეხება, ჩვენც საკადრის პასუხს გავცემთო. ჩვენ არავის ვაწუხებთ, მაგრამ თუ შეგვაწუხებენ, პასუხს გავცემთო. შენ ან უჩას როგორ უნდა გთხოვოთ რამე, მით უმეტეს, როგორ უნდა შეგეხვეწოთ–მეთქი, ვუთხარი და გავეცალე. რა ოხრად მინდა ისეთი ფული, ვიღაცას ვეხვეწო და ვიღაცას ვემათხოვრო? ეგეთი ფულის დედა ვატირე!

ახლა ვაპირებ ღია წერილი მივწერო ბიძინა ივანიშვილს. მოიკითხოს ის თანხები, ბიუჯეტიდან რომ გაქრა. 700 მილიონი კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის პერიოდში გაქრა და  ამაზე არავინ ამოიღო ხმა. მერე 500  მილონი გაქრა, ამაზეც ჩაუწყდათ ხმა. 750 მილიონი გააქრო ლევან იზორიამ, სახელმწიფო აუდიტმა დადო დასკვნა, ეს ფული გაქრა თავდაცვის სამინისტროდან იზორიას მინისტრობისას. ეს საქმეც გამოუძიებელია. 830 მილიონი მოიპარეს ოთარ ფარცხალაძის მეთაურობითა და მის მიერ შექმნილი სქემით. ამ საქმის ერთ–ერთი ფიგურანტი, გოჩა ბახია ფარცხალაძეს ადებს ხელს, ეგ იყო ამ საქმის თავი და გეგმის ავტორიო. ფარცხალაძეს ხელს არ ჰკიდებენ. გარეთ დასეირნობს ისევ. ვინც ბევრს იპარავს,  იმათ არ იჭერენ, ვინც ცოტას იპარავს, იმათ სვამენ ციხეში.

ხალხი გაგიჟებულია ამაზე. მერე რას ფიქრობს იცი ხალხი? რაკი  ყველა საქმის კურსშია და არავის იჭერენ, გამოდის, იმ ფულის დიდი ნაწილი ბიძინასთან მიდისო. ვერ გაამტყუნებ ამ ხალხს. ლოგიკურად ფიქრობენ. არადა, დარწმუნებული ვარ, ეგ კაპიკები არაფრად უღირს ბიძინას, ხელს არ მოჰკიდებს, მაგრამ მისიანები რომ იპარავენ? მოკითხე, რა. გამოიძიე, დამნაშავე დაიჭირე, ფული უკან მოატანინე. ვის ფულს აპარინებ? ხალხისაა ეგ ფული, გადასახადების გადამხდელები აკოწიწებენ ამ ბიუჯეტს ყოველ წელს და საგარეო ვალებით კიდევ, რომლებიც ჩვენი, ხალხის გადასახდელია და არა ამ ხელისუფლებისა. ერთი თვე გადასახადები რომ არ გადაიხადო ბიუჯეტში, მეორე დღესვე დაგიჭერენ. ესენი ვერ გაძღნენ ხალხის ფულის მოპარვით, ბოლო პერიოდში 3 მილიარდი ლარი გააქრეს, მოიპარეს ბიუჯეტიდან. ხალხის ფულს იპარავენ, ვერ გაძღნენ, ეს დედამ..ები, ესენი, გაჭირვებულ, გაუბედურებულ ხალხს ბოლო ლუკმას აცლიან და თავიანთ გაქსუებულ შვილებს ატენიან, არამი იყოს მაგათთვის ამ მშიერი, უწამლობითა და უექიმობით გატანჯული ხალხისთვის მოპარული ფული. ხალხი ნაგავში იქექება, ამათი ცოლები და შვილები სამეფო ოჯახის წევრებივით ცხოვრობენ, ეს ჩათლახები, ესენი.


– მაგ ფულით ყიდულობენ არჩევნებზე ხალხს, „ფეისბუკში“ რომ „გამპრავებლები“ ჰყავთ, იმათ დიდ ნაწილს უხდიან ხელფასებს,  ჟურნალისტებს უხდიან, პოლიტიკოსებს ქრთამავენ, პიარში ხარჯავენ…


– კი, ბატონო, მაგაში ხარჯავენ, მაგრამ  ბიძინა ივანიშვილს ბრალდება, რომ ამ ფულის წილი მიდის ბიძინასთან. თუ ბიძინამ რეაგირება არ მოახდინა ამ საქმეებზე, არ დაიჭირა დამნაშავეები, ფული უკან არ მოატანინა, მაშინ მართლა მასთან მიდის წილი. გამოდის, მართალი ყოფილა ხალხი, რადგან ბიძინა მართავს ამ ქვეყანას. მე რას ვფიქრობ, ეს სხვა ამბავია, მთავარია, ხალხი რას ფიქრობს. თუ ბიძინა ივანიშვილი არ დაბრუნდა პრემიერ–მინისტრად, თუ არ დაამყარა წესრიგი ქვეყანაში, წასულია მაგის საქმე, დიდხანს ვერ გაძლებს ამ არაფორმალური მმართველის რანგში. ამერიკიდან და ევროპიდან ზეწოლა არ შეწყდება, იმ წერილებს ისევ გამოგზავნიან სენატორები და ერთი რომელიმე წერილი იქნება და ის მოუღებს ბოლოს.


– ლაშა, ივანიშვილის პრემიერ–მინისტრობა მაგის არაფორმალურ მმართველობას მოუღებს ბოლოს. ეგ მართალია. თუმცა, ეს კაცი სახლიდან მართვს ქვეყანას, ყველა მაგას ემორჩილება და თვალებში შესციცინებს და თუ რაიმეს გამოსწორება უნდა, მაგას „შუშის სასახლიდანაც“ მოახერხებს. არ მჯერა, რომ პრემიერი ივანიშვილი რაიმეს შესცვლის სასიკეთოდ, ეს „ქართული ოცნების“ ხრიკია არჩევნების მოსაგებად – აი, დაბრუნდება ბიძინა, დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილას, ყველა პრობლემას მოაგვარებსო.


– არა, ეგრე არ არის. ამ ფორმით, ივანიშვილი რომ მართავს ქვეყანას, ვერ მართავს რიგიანად. ბევრ ინფორმაციას უმალავენ, თუნდაც საგარეო პოლიტიკაში. ჩავლენ ირაკლი კობახიძე და მამუკა ბახტაძე ამერიკაში და გაიგე ახლა შენ, კულუარებში რას ელაპარაკებიან ამერიკელ პოლიტიკოსებს და რეებს ხლართავენ ივანიშვილის წინააღმდეგ. იგივე ხდება ევროპის ქვეყნებში, ევროსაბჭოში. პრემიერი რომ იყოს, თვითონ ჩავა და კონტროლზე ეყოლება საგარეო მიმართულება, მეტი ინფორმაცია ექნება და რაც მთავარია, ზუსტი. „ჩერზე–ჩერეზ“ აღარ მიიღებს ინფორმაციას. სხვა სტრუქტურებშიც ეგრეა. გიორგი გახარიასგან იღებს ინფორმაციას. არა მგონია, გახარია ატყუებდეს, მაგრამ ყველა მინისტრთან უშუალო და ყოველდღიური კონტაქტი რომ ჰქონდეს, ეს ბევრად უკეთესია. მთავარი კი ის არის, თუ დაბრუნდა პრემიერად ბიძინა, გვერდში უნდა დაიყენოს ერთეული ხალხი, ძველი თანამებრძოლები, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში, ვინც სააკაშვილს ებრძოდა წლების განმავლობაში. ეს ხალხი არ მოატყუებს, ამ ხალხს უყვარს ეს ქვეყანა და ეს ხალხი, არც ფულს მოიპარავენ და არ სხვა დანაშაულს ჩაიდენენ. ვინ უდგას დღეს გვერდში ბიძინას? ნაძირალები, რომლებიც ან პორტირებული „ნაცები“ არიან, ანდა, მე და შენ „ნაცებს“ რომ ვებრძოდით და შენი ბრძოლა კარგად მახსოვს. ესენი მაშინ ბუჩქებში იმალებოდნენ. თუ სიმართლეს ამბობ ამ ქვეყანაში, ქვეყნის მტერს გეძახიან „ქოცები“, ან „“ნაცს“ დაგიძახებენ. მოიპარა 700 მილიონი იზორიამ? უნდა თქვა, რატომ  მილიარდი არ მოიპარა. ოთარ ფარცხალაძემ და მაგის დაჯგუფებამ მოიპარა 830 მილიონი? უნდა თქვა, ბარემ დაემრგვალებინათ და მილიარდი მოეპარათო. უჩა მამაცაშვილზე ვინმე იტყვის რკინიგზას მართავსო? უნდა თქვა, რკინიგზა რა ბედენაა, მთელი ეკონომიკა მაგან უნდა მართოს, სუს–იც, შსს–ც, საგარეო სამინისტროც და კულტურის სამინისტროცო. აი, ეს სიამოვნებთ, მაგათ, ესე, უკუღმა უნდა ილაპარაკო და თავისიანად ჩაგთვლიან, არადა, მაგათი და ქვეყნის მტერი ხარ, თანაც, ბონუსად „ნაცი“.

ლევან ჯავახიშვილი

ალია №4

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved