• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ემიგრანტებმა ფულადი დახმარება შემომთავაზეს, ვიტირე…” – თამრიკო ჭოხონელიძე

ალია ავტორი - ალია
14:33 12-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ, სატელევიზიო ეთერში, საერთო დუხჭირ მდგომარეობაზე ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ბევრია მის მდგომარეობაში:

“წამალი საჭიროა, მეც მჭირდება და დედაჩემსაც. იმ დღეს აფთიაქში შევედი და თავი საშინლად დათრგუნულად ვიგრძენი. როცა დამისახელეს თანხა, ათიდან ექვსი აბი მოვაჭრევინე, რადგან ათს ვერ ვიყიდდი და ასე ვიანგარიშე დანარჩენი წამლებიც” – თქვა მომღერალმა.

როგორც თამრიკო ჭოხონელიძე “პრაიმტაიმს” უყვება, ამ სატელევიზიო ეთერის შემდეგ, მას შეეხმიანენ ემიგრანტები და ფულადი დახმარების გაწევა შესთავაზეს.

თამრიკო ჭოხონელიძე: – ამის არც მერიდება და არც საწუწუნოდ ვამბობ. ჩემი მდგომარეობის შესახებ იმიტომ ვყვები, რომ იმ ხალხს, ვინც მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და უჭირს, არ ეგონობოთ, რომ ჩვენ, ვინც ტელევიზიით ვჩანვართ, დალხენილ მდგომარეობაში ვართ. ჩვენც ისევე ვართ, როგორც თითქმის ყველა ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩემი პრინციპია, ვიცხოვრო ისე, როგორც რიგითი მოქალაქე. აქ საერთოდ არ არის მოსატანი ის, რაც აქამდე მიკეთებია.

აფთიაქში პირველად კი არ მოხდა ის, რაც მოვყევი. ეს რეალურად ასე ხდება ხოლმე. ამაზე საუბარი ჩემთვის სათაკილო არ არის. წამალო კატასტროფულად ძვირია. წელებზე ფეხი უნდა დაიდგას ადამიანმა, რომ სხვისი საჩანჩალო არ იყოს და წამლებით არეგულიროს ჯანმრთელობა.

მე ოპერაციები გავიკეთე და მედიკამენტოზურად ჩემი მკურნალობა, ისევ გრძელდება. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საკითხი მოვაგვარო და როგორღაც გავუძღვე.

როგორც კი ტელევიზიით მოვყევი ეს ამბავი, მაშინვე გამომეხმაურნენ ემიგრანტები (მარიამს დაეკონტაქტნენ) და ფულადი დახმარება შემომთავაზეს. უდიდესი მადლობა მინდა მათ ვუთხრა ყველას. არანაირი დახმარების მიღებაზე არ დავთანხმებულვარ და მხოლოდ მადლობა მიიღეს ჩემგან. თუმცა მათ საქციელზე გული ამიჩუყდა და ემოციებისგან ცრემლები წამომივიდა. თვითონ გასაჭირში ცხოვრობენ და ჩემი დახმარების სურვილი გამოთქვეს. საოცარი ხალხია…”

თეგები: თამრიკო ჭოხონელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved