• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კარგად შეინახე შენი ტაში და ქებაო, – სახეზე ეწერა” – რას იხსენებს ნიკა გვარამია ზვიად ცეცხლაძეზე

ალია ავტორი - ალია
15:43 11-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
created by photogrid

created by photogrid

Facebook-ზე გაზიარება
161

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,მახსოვს, პატარა ბიჭი მოვიდა პარტიის ოფისში. ზღარბივით იყო, ერთიანად დახურული და ეკლებგამოშვებული. ახლოს არ გიშვებდა, თავს იცავდა. ამპარტავანი გეგონებოდა, მაგრამ მერე ხვდებოდი – არ უყურებდნენ ასაკის გამო სერიოზულად (18-19 წლის იქნებოდა) და წყინდა. საკუთარი თავის გამო არა, საკუთარი იდეების გამო, რომლებიც სულ არ იყო არასერიოზული და დასაწუნი. პირიქით. ამიტომაც ნერვიულობდა: ასაკი უშლიდა ხელს ძალიან კარგი და საჭირო საქმეების კეთებაში. ასაკი და, მისი კი არა, ამბიციური უფროსი თაობის ამპარტავნება.

მაშინ ბესიკის ქუჩაზე ვიყავით, დიდი აქციების ეპიცენტრში. რამდენმა ადამიანმა გაიარა ნაცემმა, მოწამლულმა, თვალებ და სასუნთქჩამწვარმა, ძალიან დაღლილმა და ზეზეულად მძინარემ, ვინ მოთვლის. რძით და ფიზიოლოგიურით სახეს ვბანდით, ჭრილობებს ვუმუშავებდით, სასწრაფოს ვუძახებდით, ცხელ ყავას და ჩაის ვასმევდით, ბუტერბროდს ან ღვეზელს ვაჭმევდით, ვასვენებდით, ვაძინებდით. მერე უკან ბრუნდებოდნენ – საიდანაც მოვიდნენ – სადარაჯოზე. სამშობლოს სადარაჯოზე.

პატარა ბიჭი სალაპარაკოდ მოვიდა. სათხოვნელად არა, დახმარების მოსათხოვნად. მოსათხოვნად, რადგან თავისთვის კი არა, საერთო საქმისთვის სჭირდებოდა გვერდში დგომა. სამშობლოს დაცვა იყო ეგ საქმე და, ეტყობოდა, ასეთ საქმეში რიდი არ იცოდა. იდეები შესანიშნავი ქონდა, ოღონდ დაუჯერებელი. ამბიციურმა და ამპარტავანმა (პირადად ჩემთან იყო მოსული) მოვუწონე, დაგეხმარებითქო, მაგრამ თუ არ გამოვიდა (და სახეზე მეწერა, არ გამოვა შვილო ეგ ამბავითქო) დამპირდი, რომ საკუთარ თავს არ დააბრალებ და არ ინერვიულებთქო. როგორც გიჟს, ისე შემომხედა. აშკარა იყო, “არ გამოვა” საერთოდ არ ესმოდა, რას ნიშნავდა.

პერიპეტიებს გამოვტოვებ.

გამოვიდა. გამოუვიდა. და მერე როგორ: ალბათ მოსალოდნელზე (აი მე და ჩემნაირი ყველაფრის მცოდნე და მრავალჭირნახული ბიძები და დეიდები რომ ელოდნენ) იმაზე, ალბათ, ათჯერ დიდი შეკრება გააკეთა და 1 კვირა საერთოდ არ გაჩერებულა მისი დაორგანიზებული “ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე”.

ერთი კვირის თავზე ისევ მოვიდა. ჩემს სანახავად მოვიდა. უფრო სწორედ, შესახედად: “არ გამოვიდა”? უნდოდა ეკითხა. ნიშნის მოგება ეწერა სახეზე (კი ქონდა მოსაგები ნიშანი, თვითონ მთელი ჩემი თაობისთვის მომგებს). თან, ეტყობოდა, არ სჯეროდა აღიარების ჩემი მხრიდან.

ტაშით შევხვდი და ქება-დიდებით. ისევ “ჩაიხურა” ზღარბივით. არ მოეწონა გადაჭარბებული აღიარება. იფიქრა, ტაშით გამაცილებს უკან და რისთვის მოვედი, არც მათქმევინებსო. ერთ კვირაში გაზრდილიც იყო და, თითქოს, გამაღლებულიც. ასე მეჩვენა მაშინ. არა და პატარა ბიჭი იყო, 18-19 წლის. პატარა ბიჭი დიდი პასუხისმგებლობის ტვირთით, დიდი გულით, მოქნილი ტვინით და ბასრი ენით.

მშრალად და საქმიანად მითხრა: “ისევ საქმეზე ვარ”. კარგად შეინახე შენი ტაში და ქებაო, – სახეზე ეწერა. მირჩევნია, თავიდანვე გჯეროდეს, ვიდრე პოსტ ფაქტუმ მაქებდეო, – თვალებით ამბობდა. “ეს, ეს, ეს, ეს მჭირდება”, – ეს უკვე ხმამაღლა მითხრა. და არც დაუყოლებია “ხომ დამეხმარებითო”. მიხვდა, რომ საჭირო აღარ იყო. დაამტკიცა, რომ ახლად შეღერებულ წვერში და ჯერ კიდევ უასაკო ნაკვთებში კი არაა საქმე, ტვინი უნდა გიჭრიდეს და გულში შიში არ გქონდეს – ამაშია საქმე. ამბიცია გქონდეს, მაგრამ რწმენა და დაუზარლობაც. ამაშია საქმე. “ახალგაზრდული მაქსიმალიზმი” – ყველაზე გაცვეთილი ფრაზა რომაა, უშნოდ ნათქვამი და უშნოდ სკეპტიკური. სინამდვილეში კი, საკუთარი თავის რწმენანაკლული “ძველგაზდების” მოგონილი უკბილო ფრაზა – აი ეს რომ სისულელეა, ის დაამტკიცა. უკვე მერამდენემ და უკვე მერამდენეჯერ. მე დამიმტკიცა, (ალბათ) უკვე მერამდენეს, მაგრამ (ნამდვილად) პირველად.

პირველად და უკანასკნელად. მას მერე მას ჩემთვის არაფრის დამტკიცება არ დასჭირვებია. ყველაფერი ვიცოდი და ყველაფრის მჯეროდა. და მან ეს იცოდა და ახლაც იცის, დარწმუნებული ვარ. არ დაჭირვებია რაიმეს დამტკიცება არც ჩემთვის და არც არავისთვის.

და ალბათ სწორედ მისი ინსპირაციით შეიქმნა კოალიციის მთავარი წინასაარჩევნო დევიზი: მომავალი შენია. ალბათ, სწორედ მას ველაპარაკებოდი ტრიბუნიდან, როცა რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ათასობით ადამიანის წინ და ასი ათასობით ეკრანებთან მსხდომის წინ ბოლო ხმაზე გავყვიროდი: “მომავალი შენია”! ალბათ სწორედ მას ვპირდებოდი და გაშლილი ხელის საჩვენებელი თითით ალბათ სწორედ მასზე ვუთითებდი. მას, როგორც შესანიშნავი მომავალი თაობის სიმბოლოს. იმ თაობის, მომავალი რომ ნამდვილად მისია.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბიჭი დაიჭირეს და პოლიტპატიმარია. ასე მშვიდად და მშრალად რატომ ვწერ, ციხეშიათქო? იმიტომ, რომ არ შეიძლება, ახლა ის ციხეში არ იყოს. უბრალოდ, გამორიცხულია. მებრძოლი სიკეთე მებრძოლი ბოროტების წინააღმდეგ შეუძლებელია დღევანდელ საქართველოში არ დაეჭირათ, ტყვედ არ ექციათ, ყველაფერი არ დაებრალებინათ, არ გამოეკეტათ, მისი გატეხვა არ ეცადათ. ციხეში კი ეს ბიჭი ისეთია, (კიდევ ერთხელ რომ დაიჭერ საკუთარ თავს) რომ ბოლომდე მაინც ვერ დავიჯერებდი: გაუტეხელი, უშიშარი, მხნე, მშვიდი და მოფიქრალი.

და მე, ჩვენ, სამშობლო ველოდებით მის გამოსვლას. ველოდებით მოუთმენლად. აქედან ვუთვლით სიყვარულს და მხარდაჭერას. და, სამშობლოსთან ერთად, მისთვისაც ვიბრძვით. მისთვის და მებრძოლი სიკეთის ყველა რაინდისთვის, ვინც დღეს ციხეშია.

დღეს ზვიად ცეცხლაძის დაბადების დღეა და მომინდა მისთვის ეს ყველაფერი მომეყოლა, რასაც ალბათ არასდროს არ ვიზამდი. მაგრამ დღეს მომინდა ეს მომეყოლა, მიმელოცა და მეთქვა, რომ მიყვარს, ვგულშემატკივრობ და მწამს, რომ მომავალი მისია!

გილოცავ, ზვიად! მრავალს დაესწარი! თავისუფლებაზე!”

თეგები: ზვიად ცეცხლაძენიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის
ახალი ამბები

რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის

15:29 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved