• რეკლამა
  • კონტაქტი
21:55, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ირაკლი ღარიბაშვილს სულ ორი გზა აქვს” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:14 08-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე:

,,იმ განცხადების შემდეგ რაც გუშინ გააკეთა, ირაკლი ღარიბაშვილს სულ ორი გზა აქვს. ერთი, როგორც ამ განცხადებაში უწერია, იბრძოლოს, შესაბამისად გაუჩნდეს შანსი გადაირჩინოს თავი და საკუთარი ოჯახი, მეორე, ახლა დაიჯეროს თუკი გასაჩერებლად რაღაცას დაპირდებიან და ამით მისცეს ბიძინას კარტბლანში, როცა მას მოუნდება მაშინ გაანადგუროს თავად ირაკლი და მისი ოჯახი.

ამას ივანიშვილი ბევრად უფრო იოლად გააკეთებს, თუკი ღარიბაშვილი უკანდახევით საბოლოოდ დაუკარგავს საზოგადოებას იმის იმედს, რომ რომ გუშინდელი განცხადება არა თავისი და ოჯახის ღირსებისთვის საბრძოლველად, არამედ, მორიგი ვაჭრობისთვის გაკეთდა.

თუკი ღარიბაშვილმა ახლა უკან დაიხია და აბსოლუტურად დასაცინი გახდა, ივანიშვილი, რომელსაც რაღაც მიზეზებით ირაკლი ღარიბაშვილის დამცირების და განადგურების სურვილი აქამდეც ჰქონდა, გუშინდელ განცხადებას მას მით უფრო არ აპატიებს და ირაკლის სამაგალითოდ დასჯას თუ განადგურებას კიდევ უფრო ეცდება, რადგანაც ეს არის პირველი შემთხვევა, ანუ პრეცენდენტი, როცა ბიძინას გადასახედიდან მის მიერ წამოწეულმა, როგორც თავად უყურებს, აბსოლუტურად ყველასთვის უცნობმა ტიპმა, რომელიც მან კაცად აქცია, არათუ დაუმორჩილებლობა გაუბედა, არამედ დაემუქრა კიდეც. შესაბამისად, ირაკლის ჯანყის მკაცრად არდასჯამ შეიძლება მის პარტიაში სხვებსაც გაუჩინოს მსგავსი ცდუნება. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ასეთი სისტემების ფუნქციონირების მორიგი ისტორიული კანონზომიერებაა, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ ავტორიტარი ლიდერები.

მე კი მერამდენედ უნდა ვნახო ერთი და იგივე? თანამდეობებზე რომ ხართ ნუ ივლით ნამეტანი თავაწეული, ცოტა ძირას დაიხედეთ, ნუ ჩათვლით რომ ეგ ადგილი სამუდამოდ თქვენია, ნუ შემოიკრებთ მედროვეებს და ნუ მიეცემით მათი ქათინაურებით ტკობას, იმიტომ რომ ისინი გაგყიდიან როგორც კი ფეხი გადაგიტრიალდებათ. სადაა ის ხალხი, რომელთაც ირაკლის ახვედრებდნენ და ალოცვინებდნენ, ან ის გარეწრები, ვინც ამ სცენებს დგამდა? აორთქლდნენ, როცა ღარიბაშვილი თანამდეობაზე აღარ არის. ამიტომ, მოიქეცით ისე, რომ მინისტრები როცა არ იქნებით ადამიანებს თქვენს გვერდზე დადგომის სურვილი გაუჩნდეს. ათწლეულებია ერთი და იგივეს ვუყურებ ამ ქვეყნაში და ვიხვეწები, ცოტა დაფიქრდით მეთქი. ახლა ვიხსენებდი რამდენმა გაუძლო გამოცდას და ბოროტებები არ აკეთა, მოიქცა ისე, რომ კარგი სახელი დატოვა? თქვენ თვითონ მოითვალეთ, რა გამოვა. ჰოდა, რატომ გვიკვირს ასეთი სახელმწიფო რომ გვაქვს ?“

ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებული წერილი

 

თეგები: ირაკლი მელაშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved