• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

ალია ავტორი - ალია
16:32 03-25-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
720

ტექნოლოგიების განვითარებამ მრავალი სფეროს წინსვლა დააჩქარა, თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროგრესი მედიცინაში შეინიშნება. თუ ადრე მეტალის იმპლანტების მქონე პაციენტებისთვის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება პრობლემას წარმოადგენდა, დღეს ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. თანამედროვე სამედიცინო იმპლანტები დამზადებულია ისეთი მასალებისგან, რომლებიც მაგნიტურ ველთან თავსებადია, ამიტომ კვლევის ჩატარება უსაფრთხოა. ასევე მცდარია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მრტ კვლევის დროს ადამიანი დასხივებას იღებს – სინამდვილეში, აპარატი მუშაობს მაგნიტური ველის საშუალებით და რენტგენულ გამოსხივებას საერთოდ არ იყენებს.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მნიშვნელობაზე, მის უპირატესობებსა და საჭიროებაზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ექიმი რადიოლოგი, მაია გაგუა.

– რა არის თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და რა უპირატესობა აქვს მას სხვა დიაგნოსტიკურ კვლევებთან შედარებით?

– თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ნეირორადიოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ინფორმაციული კვლევაა. მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი პათოლოგიების გამოვლენა. გამონაკლისს წარმოადგენს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, სადაც უპირატესობა კომპიუტერულ ტომოგრაფიას ენიჭება, რადგან ამ მეთოდით უკეთ ფასდება როგორც თავის ტვინის ნივთიერება, ასევე ძვლოვანი სტრუქტურები. მრტ-ის მნიშვნელოვანი უპირატესობა ისიც არის, რომ კვლევა არ იყენებს რენტგენულ გამოსხივებას და სრულად ეფუძნება მაგნიტურ ველს, რომელიც ადამიანისათვის უსაფრთხოა.

– რომელი სიმპტომების შემთხვევაშია რეკომენდებული ამ კვლევის ჩატარება?

– ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი თავის ტკივილია, თუმცა ყველა შემთხვევაში მრტ კვლევა საჭირო არ არის. კვლევა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც თავის ტკივილი ძლიერია და მას თან ახლავს ღებინება. ასევე იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება სისუსტე ხელში ან ფეხში, მეტყველების გაძნელება, მხედველობის ან სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი. ასეთ დროს აუცილებელია ნევროლოგთან კონსულტაცია, რომელიც თავად განსაზღვრავს, რა ტიპის კვლევაა საჭირო.

– შესაძლებელია თუ არა კვლევის ჩატარება საკუთარი სურვილით, პროფილაქტიკის მიზნით?

– დიახ, მრტ კვლევა პროფილაქტიკის მიზნით ერთ-ერთ საუკეთესო კვლევად მიიჩნევა, რადგან იგი არ იყენებს რენტგენულ გამოსხივებას. სასურველია, ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონდეს ჩატარებული თავის ტვინის მრტ კვლევა, თუნდაც ანევრიზმის გამოსარიცხად ან პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად, რათა მკურნალობა დროულად დაიწყოს.

– რა განსხვავებაა კონტრასტულ და უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას შორის და როდის არის საჭირო კონტრასტი?

– კონტრასტი არის სპეციალური ნივთიერება, რომელიც პაციენტს ინტრავენურად შეჰყავთ და დიაგნოსტიკაში გვეხმარება სხვადასხვა პათოლოგიის ერთმანეთისგან დიფერენცირებაში. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ონკოლოგიური პაციენტების კვლევისას. რუტინულ კვლევებში კონტრასტის გამოყენება ყოველთვის საჭირო არ არის – მის აუცილებლობას რადიოლოგი განსაზღვრავს კვლევის პროცესში. თუ კონტრასტი საჭირო არ არის, კვლევა მის გარეშე ტარდება.

– რას წარმოადგენს ანევრიზმა?

– ანევრიზმა არის სისხლძარღვოვანი პათოლოგია, რომლის დროსაც სისხლძარღვის კედელი გათხელებულია და არსებობს მისი გასკდომის რისკი, რაც თავის ტვინში სისხლჩაქცევას იწვევს. მისი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანი მის არსებობას ვერ გრძნობს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი დროული აღმოჩენა.

– შესაძლებელია თუ არა ანევრიზმის აღმოჩენა მრტ კვლევით?

– დიახ, ანევრიზმის აღმოჩენა შესაძლებელია მრტ ანგიოგრაფიით, რომელიც უკონტრასტო, არაინვაზიური კვლევაა და მაღალი სიზუსტით ავლენს სისხლძარღვოვან პათოლოგიებს.

– არსებობს რაიმე შეზღუდვები პაციენტებისთვის?

– მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა იმდენად უსაფრთხოა, რომ გამოიყენება როგორც ბავშვებში, ასევე ორსულებში. ადრე შეზღუდვას წარმოადგენდა გულის პეისმეიკერი და მეტალის იმპლანტები, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს პრობლემაც პრაქტიკულად მოგვარებულია, რადგან თანამედროვე იმპლანტები და პეისმეიკერები მაგნიტურ ველთან თავსებადია.

– როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი კვლევისთვის და რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

– სპეციალური მომზადება საჭირო არ არის და არც კვების შეზღუდვაა აუცილებელი. სასურველია, პაციენტს არ ეცვას მეტალის შემცველი ტანსაცმელი. კვლევა საშუალოდ 15–20 წუთს გრძელდება. პროცედურა უმტკივნეულოა, ხოლო აპარატის ხმაურის შესამცირებლად პაციენტს შესაძლებელია ყურსასმენებით მუსიკის მოსმენაც შესთავაზონ.

(R)

თეგები: მაია გაგუანიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved